ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა, ცხოვრებაში მოსწრება - ადამიანისთვის ნორმალური სურვილებია. თუმცა ისე ხდება, რომ ფულის შოვნის გზაზე მიმავალ ბევრ ადამიანს წარუმატებლობა ხვდება წინ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ სიღარიბეს და მოახერხოთ საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა: 

1. გაუწიეთ ანგარიში იმას, რაც უკვე გაქვთ. სასურველია იცოდეთ რა თანხის მფლობელი ხართ როგორც მიმდინარე, ისე მომავალი ხარჯებისთვის. გონებაში ყოველთვის გქონდეთ ქონების ღირებულება - იქნება ეს ბინა, მანქანა, ფასეული ნივთები, სამკაული, კოლექციის ნაწილი თუ სხვა რამ. 
 
2. ფულადი სახსრების ნაწილი აუცილებლად დააბანდეთ შემოსავლიან პროექტებში, რათა კაპიტალი მოგემატოთ და თქვენზე „იმუშაოს“. უპერსპექტივობას ქმნის გამომუშავებული ფულის მიმდინარე მოთხოვნებისთვის სრულად დახარჯვა. 

3. ნუ გაგიტაცებთ ძვირადღირებული ნივთების შეძენა. არჩევანის კრიტერიუმი უნდა იყოს ხარისხი - გამძლეობის სინონიმი. 
 
4. რაიმეს შეძენის დროს შეეცადეთ ყოველთვის მოერიდოთ შუამავლების მომსახურებას. რეალური ფასი, როგორც წესი, მხოლოდ მწარმოებელს აქვს. ნუ წამოეგებით ლამაზ შეფუთვაზე ან გაპიარებულ ბრენდზე. 
  
5. რაიმეს გაყიდვის დროს, შესთავაზეთ დამატებითი, აუცილებელი მომსახურებები, შესაბამისად ეს დაიანგარიშეთ ფასში. გაითვალისწინეთ მომხმარებლის მოთხოვნები და გამოიყენეთ ფასდაკლებისა და წახალისების მოქნილი სისტემა. 
 
6. მიზანი - მუშაობა "საკუთარ თავზე" იმისათვის, რომ მიიღოთ ჯილდო სწორედ საკუთარი შრომისთვის და ლომის წილი დამსაქმებელს არ მისცეთ, რომელიც ყოველთვის ცდილობს იაფად იყიდოს თქვენი შრომა და დრო. 

გამოიყენეთ ეს საკმაოდ მარტივი პრინციპები პრაქტიკაში იმისათვის, რომ სიღარიბე გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან. 

დატოვე კომენტარი