
მითი 1 — კლიენტები არასოდეს აღიქვამენ სერიოზულად ბიზნესმენს, რომელიც სახლიდან მუშაობს.
პასუხი: კლიენტების უმრევლესობა არასოდეს მოდის თქვენთან ოფისში;
მითი 2 — სახლში უფრო ნაკლებპროდუქტიული ხარ.
პასუხი: გამოკვლევები საპირისპიროს ამტკიცებს. მათი მონაცემებით, ისინი, ვინც სახლიდან მუშაობენ საკუთარ საქმეს მაღალეფექტურად ასრულებენ.
მითი 3 — სახლის ბიზნესს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კლასიკურ, საოფისე ბიზნესს.
პასუხი: არადა პირიქით არის - სახლის ბიზნესს ბევრი ხარჯი არ აქვს, რაც გულისხმობს მაგალითად ოფისის იჯარას და ა.შ.
მითი 4 — სახლში ყურადღება იფანტება და შეუძლებელია სამუშაოზე კონცენტრირება.
პასუხი: ფაქტიურად ეს ერთად-ერთი მითია, რომელშიც სიმართლის ნაწილიც არის. ოჯახის წევრები ნამდვილად იწვევენ ყურადღების კონცენტრაცის გაფანტვას და ამით პროდუქტიულობა იკლებს. მაგრამ ეს «განკურნებადია».
4726