გთავაზობთ რამოდენიმე მეთოდს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ პირველადი ფინანსური ნაკადისგან, რომელსაც დააგროვებთ ან სხვა გზით იქონიებთ, განახორციელოთ სწორი დაბანდება და შეიქმნათ დამატებითი შემოსავლის წყაროები - ანუ ფულს აშოვნინოთ ფული:

1. ფასიანი ქაღალდების ბაზარი - წარმატება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, შემოსავლის კარგი წყაროა, მითუმეტეს მაშინ, როცა მას განვითარების დიდი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს; 

2. უძრავი ქონების ბაზარი - უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს საკმაოდ დიდი მოგება მოაქვს. ეს ინვესტირების ყველაზე გავრცელებული ფორმაა; 

3. ქსელური მარკეტინგი - ეს მარტივი სფერო არ არის და მუდმივ ზრდა-განვითარებას მოითხოვს მასში ჩართული პრიებისგან, თუმცა ბაზრისთვის ალღოს აღებისა და სწორად განვითარების შემთხვევაში შეგიძლიათ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოთ;  

4. ლიცენზირების სფერო - ეს საქმიანობა გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა გაჯეტების შექმნას, ნოუ-ჰაუ ტიპის სიახლეებით ვაჭრობა, გამომგონებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმებისა და კანონმდებლობის სრულყოფილად გაცნობა, რათა სამომავლო მთელი რიგი პრობლემები თავიდან აცილებული იქნებს. 

5. ინტერნეტი - ინტერნეტ-ბიზნესი არანორმალური ტემპით ვითარდება. მასში შეიძლება გამოიყოს ინფორმაციული პროდუქტების გაყიდვის ნაწილი, როგორიცაა მაგალითად - სხვადასხვა კურსები, რეკლამაზე გამომუშავება, ბლოგინგი და ა.შ. ასევე კარგად მუშაობს ვირტუალური საწყობის შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება მომხმარებლისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.  

იმედია ჩვენი რჩევები გამოგადგებათ, თუმცა ერთი უმთავრესი რამ არ უნდა დაგავიწყდეთ: - ნებისმიერი საქმეს, რომლისგანაც შემოსავლის მიღება გსურთ, სჭირდება უდიდესი შრომა განვითარებისა და იმ  მომენტამდე მისვლვისთვის, რა მომენტიდანაც მან თქვენთვის შემოსავლის მოტანა უნდა დაიწყოს.

დატოვე კომენტარი