საარსებო მინიმუმი საქსტატის გათვლებით სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემცირდა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც 1 ლარითა და 20 თეთრით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით.საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარია, ერთსულიანი ოჯახის – 150.7 ლარი, ორსულიანი ოჯახის – 241.1 ლარი, სამსულიანის – 271.3 ლა...

მეტი

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზა...

მეტი

15 ოქტომბრის ვაჭრობა ლარის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.67 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსს – 2.65–ს 2 თეთრით აღემატება.ეს ოფიციალური კურსი არაა, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული გაუფასურება ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახოს, რაც დღეის მდგომარეობით 2.63–ს შეადგენს. ...

მეტი

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის მომსახურების კოეფიციენტებს ზრდის. როგორც bm.ge-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების უახლეს პროექტში, რომელიც ჯერჯერობით, საჯარო არაა, შემცირებულია საშემოსავლო საფეხურების რიცხვი, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი, გაზრდილია. ცნობისთვის: სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) ეს არის მსესხებლის/თანამსესხებლის ...

მეტი

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2017 წლის ბოლოსთვის 56,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8,1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2017 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14,4 მილიარდი ლარია. საქსტატის მონაცემებით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2017 წლის ბოლოსათვის 2,7 მილიარდი ლარი შეადგინა....

მეტი