2012 წელს ბანკი დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა სს იშბანკი საქართველო, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი. იმ დროისთვის ბანკის სააქციო კაპიტალი შეადგენდა 30 მილიონ ლარს, რომელიც დღეის მდგომარეობით გაზრდილია 69.2 მილიონ ლარამდე. სს იშბანკი საქართველო მჭიდროდ არის დაკავშირებული „თურქეთის იშბანკის“ ღირებულებებთან და პრინციპებთან. „თურქეთის იშბანკი“ წარმოადგენს წამყვან კერძო თურქულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია და ემსახურება 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს არამხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპაში, ბაჰრეინსა და ერაყში, თავისი 1,342 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალის მეშვეობით. გარდა ამისა, მას გააჩნია 3 შვილობილი ბანკი გერმანიაში, საქართველოსა და რუსეთში 18 ფილიალით და 2 წარმომადგენლობითი ოფისი ჩინეთსა და ეგვიპტეში (30/06/2018-ის მდგომარეობით).
ვალუტის კურსის ცვლილებები (ბოლო 1 თვე)
ვალუტის კურსი
დოლარი 2.9200 3.0000
ევრო 3.3050 3.4020
რუბლი --- ---
გირვანკა სტერლინგი 3.6770 3.8100
თურქული ლირა --- ---
სამწუხაროდ ამ ბანკს არ ააქვს პროდუქტები :(
დატოვეთ კომენტარი