რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ იხდით?

image

ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაცია დგება. გუშინ ბანკში კრედიტი აიღეთ, დღეს კი მის გადახდას ვეღარ ახერხებთ - ასეც ხდება ხოლმე. რა უნდა ქნათ? პირველ რიგში დამშვიდდით. არაფერი საშინელი არ მომხდარა.  

1. არავითარ შემთხვევაში არ დაემალოთ ბანკს. სიტყვიერი და წერილობითი ფორმით აცნობეთ ბანკს, რომ უარს არ აცხადებთ კრედიტის დაფარვაზე, მხოლოდ მოცემულ მომენტში ამის შესაძლებლობა არ გაქვთ (დაგითხოვეს სამსახურიდან, ავად გახდით ან სხვა). 

2. წერილობით მოითხოვეთ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შეცვლა - ამას რესტრუქტურიზაცია ჰქვია და გულისხმობს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ცვლილებებს ( პროცენტები, ვადები და ა.შ.) მსესხებლის პირობების გათვალისწინებით და სასარგებლოდ. 

3. კანონი თქვენს მხარეს არის. თუ თქვენ ვინმეს ვალი გაქვთ, შეიტანონ სასამართლოში სარჩელი კანონის დაცვით. თქვენი პასუხი ასეთი უნდა იყოს: "მე გადახდაზე უარს არ ვამობ, მაგრამ ახლა ფული არ მაქვს. შეიტანეთ სარჩელი სასამართლოში". 

4. თუ სასამართლომდე მიხვალთ, თან ბანკთან გაგზავნილ წერილში ირწმუნებით, რომ უარს არ აცხადებთ გადახდაზე, მაშინ სს კოდექსის ვერცერთი მუხლი, რომლითაც ხშირად კლიენტებს აშინებენ ბანკები, თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული ვერ იქნება! 

5. საუკეთესო ვარიანტია ბანკთან აწარმოოთ მოლაპარაკება ე.წ. საკრედიტო არდადეგების აღებაზე, გადავადებაზე ან პროცენტების დარიცხვის შეჩერებაზე. ყველა ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ინდივიდუალურად, მთავარია ბანკს არ დაანახოთ, რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობთ. 

6. თუ თქვენ ხვდებით, რომ საკითხების მოგვარებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალ იურისტს, რომელიც დაგეხმარებათ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში, ურთიერთობას იქონიებს ბანკთან და სხვა ინსტანციებთან. შეეცდება მოლაპარაკება აწარმოოს თქვენს სასარგებლოდ და მიაღწიოს სასურველ შედეგს, დაგიცავთ ფსიქოლოგიური ზეწოლისგან. მართალია ეს გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ სხვაგვარად გაცილებით უფრო მეტი პრობლემა გექნებათ, ამიტომ ამაზე დაზოგვა არ ღირს. 

რაც მთავარია, კრედიტის გაფორმებამდე კარგად გაიაზრეთ საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება!

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი