10 კარიერული გაკვეთილი, რომლებიც ყველამ უნდა გაიაროს 30 წლამდე

image

ოცდაათი წელი ითვლება ერთგვარ გარდატეხის მომენტად, რომლის დადგომისთვის ადამიანს უნდა გვქონდეს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ გაკვეთილებს, რომლებსაც კარიერის დასაწყისში ვიღებთ. 
ყველაზე კარგ ცოდნას და გამოცდილებას ადამიანი იღებს მაშინ, როცა პირადად გამოცდის პრობლემებს. მუშაობას დასაწყისში, ყოველი წარუამტებელი მომენტი გვეჩვენება წარმატებული კარიერის დასასრულად. სინამვილეში ეს ძალიან ფასეული „კოპებია“, რომელბიც სამომავლოდ გვაიძულებს დაკვირვებით ვიაროთ წინ, რომ კიდევ არ ვიტკინოთ რამე. 
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ 10 კარიერულ გაკვეთილს და რჩევას, თუ რა გამოცდილების მიღება შეიძლება მათგან.  

გაკვეთილი 1: «ოცნების სამსახური» შეიძლება კოშმარად იქცეს. თუ თქვენ ხვდებით, რომ სამსახური 80%-ით გაკმაყოფილებთ — ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ხართ. თუ ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს, მაშინ დროა საქმიანობის შეცვლაზე იფიქროთ;  
გაკვეთილი 2: გასაუბრებისთივს ძალიან კარგად უნდა მოემზადოთ. როცა ადამიანმა გასაუბრებაზე მისვლის დროს, არაფერი იცის არც კომპანიის და არც მისი საქმიანობის შესახებ, უბრალოდ სირცხვილია და ის ტოვებს არასასიამოვნო შთაბეჭდილებას; 
გაკვეთილი 3: არ შეიძლება მუდმივად თქვათ «კი»;
გაკვეთილი 4: რა უნდა ქნათ თუ არ გაწინაურებენ ან გაგათავისუფლეს სამსახურიდან? - თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს ნუ იდარდებთ და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით, იმოძრავეთ წინ ან სხვა მიმართულებით. წარუმატებელი კარიერა ხშირად დიდი წარმატების მიღწევის საბაბი ხდება; 
გაკვეთილი 5: როგორ არ უნდა „მოკლათ ბოსი“? - არც თუ ისე სასიამოვნო ხელმძღვანელთან მუშაობა გასწავლით თავშეკავებას და დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენ როგორი ლიდერი გინდათ რომ იყოთ; 
გაკვეთილი 6: მაღალი ხელფასი არ არის სამსახურის სიყვარულის გარანტია;
გაკვეთილი 7: ნუ ეცდებით შეცდომების დამალვას - განიხილეთ ხელმძღვანელთან, შეცდომის დროს როგორ სჯობს მოქცევა და როგორ შეიძლება მისი დაშვების შედეგად მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. 
გაკვეთილი 8: საჯარო გამოსვლაზე ჩავარდნა — ეს ნორმალურია. კრიტიკის მოსმენა მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი.
გაკვეთილი 9:  კოლეგებთან დაიჭირეთ დისტანცია;
გაკვეთილი 10: ნუ იკამათებთ უფროსთან სახალხოდ. 

დატოვე კომენტარი