ფული თქვენს ცხოვრებაში

image

ფულის შესახებ ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ფული სამყაროს მართვის საშუალებაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ნამდვილად ღირს ამ საკითხის გარკვევა საკუთარი თავისთვის მაინც. 
ასეა თუ ისე, ყველა ჩვენგანი ძალიან ბევრს ფიქრობს ფულზე. 
რამდენად ხშირად ფიქრობთ ფულზე თქვენ? ფულთან სწორად მოპყრობა თუ იცით? 

დაუსვით საკუთარ თავს რამოდენიმე შეკითხვა და გაეცით გულახდილი პასუხი იმისათვის, რომ გაარკვიოთ რა დამოკიდებულება გაქვთ ფულის მიმართ და რას ნიშნვს თქვენს ცხოვრებაში ფული: 

- რას გრძნობთ, როცა ფული გაქვთ? 
- რაზე ფიქრობთ, როცა ბევრი ფული გაქვთ? 
- რა აზრი მოგდით თავში, როცა ბევრი ფული გაქვთ?
- რაზე ფიქრობთ, როცა ცოტა ფული გაქვთ? 
- როგორ გრძნობთ თავს, როცა ფული საერთოდ არ გაქვთ? 
- რამდენი ფული გინდათ რომ გქონდეთ და რაზე დახარჯავდით? 
- რას ფიქრობთ და რას გრძნობთ, როცა რამეს ყიდულობთ? 
- რა აზრი მოგდით თავში, როცა რაიმეს ყიდით? 
- რას გრძნობთ, როცა ფულს სესხულობთ? 
- რას გრძნობთ, როცა ფულს სხვას აძლევთ სესხად? 
- რას გრძნობთ, როცა გატყუებენ? 
- რას გრძნობთ, როცა სხვა მოატყუეთ? 

თუ თქვენ შეგიძლიათ გულახდილად უპასუხოთ ამ შეკითხვებს, ძალიან ბევრს გაიგებთ ფულთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ. შეიძლება ისეთი რამეც გაარკვიოთ, რაზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. 

ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ფულის მიმართ და ფულიც ზუსტად ისეთივე კუპიურებით პაუსხობს მათ. 
ფულის მიმართ ყოველთვის პოზიტიური დამოკიდებულება იქონიეთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობაც ადეკვატური იქნება.

დატოვე კომენტარი