პარკინსონის კანონი - ფულთან მოქცევა

image

პარკინსონის კანონი (სატირულად ფორმულირებული კანონი, რომელიც ეფუძნება ბრიტანული სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის გამოცილებას) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც ფულთან მოპყრობისას გამოიყენება. მისი ფორმულირება მოახდინა ინგლისელმა მწერალმა ნორტკოტ პარკინსონმა დიდი ხნის წინ და მასში ახსნილია თუ რატომ რჩება ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლის ბოლომდე ღარიბი. 
კანონის მოქმედების პრინციპი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენს გამოიმუშავებენ ადამიანები, მათ ახასიათებთ ტენდენცია ერთიანად დახარჯონ, იმაზე მეტიც კი, ვიდრე შოულობენ. თუმცა, ასეა თუ ისე, მათთვის თითოეული გამომუშავებული ცენტი მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არასოდეს არ იქნება.  
პირველი დასკვნა - ფინანსური წარმატების გასაღები, პარკინსონის კანონის შესაბამისად შემდეგია: “ფინანსური დამოუკიდებლობა ჩნდება პარკინსონის კანონის დარღვევის შედეგად ”. პარკინსონის კანონი გვაჩვენებს იმ მახეს, რომელშიც ადამიანების უმრავლესობა ებმება. ეს არის ვალების გაჩენა, რასაც მოაქვს ფინანსური პრობლემები და უამრავი უსიამოვნება. 
მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ გამოიმუშავებთ ნებისყოფას მთელი ფულის დახარჯვაზე უარი თქვათ, თქვენ იწყებთ ფულის დაგროვებას და ამით ბევრი ადამიანისგან განსხვავებული ხდებით. 
მეორე დასკვნა - ხარჯების შემცირებაა, რომელსაც პარკინსონის კანონი გვასწავლის. დანაზოგი დააბანდეთ და გარკვეული დროის შემდეგ თქვენ მატერიალურად დამოუკიდებელი გახდებით. ეს უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. 
პარკინსონის კანონის გაცნობიერებულად დარღვევის შედეგად თქვენ მატერიალურად დამოუკიდებელი გახდებით. ამისათვის ორი პრაქტიკული ხერხი არსებობს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ ამ კანონზე დაყრნობით ფულთან მოქცევის საკთხის მოგვარებაში: პირველი - წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა კრახთან ახლოს არის და თქვენ აუცილებლად გჭირდებათ გარკვეული ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად. შეამცირეთ ყველა უმნიშვნელო ხარჯი. შეადგინეთ გარდაუვალი და აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტი, რომლებიც ერთი თვის მანძილზე გაქვთ. მოძებნეთ დაზოგვის საშუალებები, მინიმუმ 10%-ით. მიეჩვიეთ შემოსავლის მინიმუმ 15-20%-ის გადადებას ნებისმიერი შემოსავლის წყაროდან. 

დატოვე კომენტარი