აწყობს თუ არა ბანკს კლიენტის ფინანსური გაუნათლებლობა?

image

ფინანსურად გაუნათლებელი კლიენტი ბანკისთვის კარგია თუ ცუდი?
ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო, ადამიანების უმრავლესობა საბანკო-საფინანსო საკითხებში ძალიან მწირ ცოდნას ფლობს, ამ საკითხებს არ უღრმავდებიან მაშინაც კი, როცა ბანკში კრედიტის ასაღებად მიდიან. ალბათ ხშირად გსმენიათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როცა კლიენტს ხელშეკრულებაც კი არ აქვს წაკითხული და გარკვეული პრობლემების გაჩენის შემდეგ არკვევს რა პირობები ჰქონდა ჩადებული მასში ბანკთან ურთიერთობისთვის. 
შემდეგი პრობლემა, რომელიც ბანკსა და კლიენტს შორის ჩნდება, არის საკრედიტო ბარათებიდან თანხის მუდმივად მოხსნა. ცოტამ თუ იცის, საიდან იანგარიშება თვის ბოლოს დარიცხული პროცენტი საკრედიტო ბარათიდან მოხსნილ თანხაზე.  აქედან გამომდინარეობს მესამე პრობლემა – მოვალის გადახდისუნარიანობის უქონლობა. 
ბანკთან ან სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დაწყებამდე იზრუნეთ იმაზე, რომ საბაზისო ცოდნა მაინც იქონიოთ ამ დაწესებულებების მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაურკვევლობა დაგიჯდებათ ძვირი არმარტო ფინანსურად, არამედ ნერვების მხრივაც. 
სტატისტიკურად საბანკო სფეროს მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი არის 18-45 წლის ასაკის ადამიანები. თუმცა უფრო ზედა ასაკის წარმომადგენლებიც არიან მათ შორის, ვინც საბანკო მომსახურებებით სარგებლობს. შესაბამისად პასუხისგმებლბობა პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე გაქვთ, რადგან ყველა ზრდასრული ასაკის ადამიანი ხართ და კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ სერიოზული საკითხებისადმი, განსაკუთრებით კი კრედიტებისა და ფინანსებისადმი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბევრ პრობლემებს შეგიქმნით. 
კლიენტის ფინსნურად განათლებულობის დროს დგება საკითხი - სჭირდება კი ასეთი კლიენტი ბანკს? თუ დაუფიქრებლად ვუპასუხებთ, პასუხი გასაგები იქნება, რადგან კლიენტის ლოგიკით ბანკს აწყობს ფინანსურად გაუნათლებელი კლიენტი. ახსნა შემდეგია: ბანკს ფინანსურად განათლებული კლიენტის შემთხვევაში მოუწევს მისთვის პასუხისმგებლობების დაკისრება და შემდეგ მათი შესრულების მოთხოვნა. თუმცა ასეთი მიდგომა ბანკის მხრიდან არ გამოიყენება. 
მოვალის მხრიდან ფინანსური გაუნათლებლობა მხოლოდ პრობლემებს იწვევს კრედიტებთან დაკავშირებით, ხოლო ფინანსურად გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც ბანკში ფულს აბანდებს, ბაზრის არასტაბილურობის შესახებ პირველივე ინფორმაციისას გარბის ბანკში და ხსნის ფულს დეპოზიტიდან. ბანკი მომართულია ხანგრძლივ ურთიერთობაზე კლიენტთან და საკითხის მთლად ასეთი განვითარება მისთვის მისაღები ნამდვილად არ არის. 
ნებისმიერი ბანკი მომართულია გრძელვადიან ურთიერთობაზე.
გაითვალისწიენეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და ეცადეთ ფინანსურ თუ საკრედიტო საკითხებში მეტი ცოდნა მიიღეთ, რათა ნაკლები პრობლემები გქონდეთ ამ მხრივ.

დატოვე კომენტარი