რას ნიშნავს ფინანსური მიზნები

image

ნებისმიერი ფინანსური მიზნის საფუძველი არის თქვენი სურვილი. 
ჩამოყალიბდით რა გინდათ მოცემულ მომენტში და სამომავლოდ. ფაქტიურად ფინანსური მიზანი თქვენ უკვე ხელთ გაქვთ, უბრალოდ უნდა იცოდეთ მისი ფულადი ექვივალენტი. მაგალითად თუ გსურთ მანქანის შეძენა - რა ღირს მანქანა, თუ გსურთ სამოგზაუროდ წასვლა, რა ღირს სამოგზაურო პაკეტი და ა.შ.  
დაიმახსოვრეთ! მომავალს პრაქტიკულად აზრი არ აქვს, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ ფინანსური მიზანი. თქვენ არ გექნებათ სტიმული. ფული - ეს არის ენერგიის სახეობა, რომელსაც მუდმივად მოძრაობა სჭირდება. სწორედ ამიტომ დიდი  განსხვავებაა ფულის დაზოგვასა და დაგროვებას შორის. 
ამ ენერგიის დაგროვების და მუთაქაში შენახვის ნაცვლად გააკეთეთ ისე, რომ თქვენზე გადიოდეს ამ ენერგიის ნაკადი. ის თქვენ გამოგკვებავთ.
გახსოვდეთ! ფული – ეს მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული დანამატია და არა მისი ძირითადი ნაწილი. ამ დანამატის მნიშვნელობას საკუთარ ცხოვრებაში თქვენ თავად განსაზღვრავთ. 
თქვენი ფინანსური მიზანი - ეს არის პირველი ნაბიჯი მისი განხორციელებისთვის, უფრო სწორად ამ მიზნის ფორმულირება. თქვენი მიზანი - თქვენი დასაყრდენია. ის ფაქტიურად თქვენი ელემენტია, რომელიც დაგმუხტავთ ყოველდღიურად.

დატოვე კომენტარი