მილიონერი რობერტ ფლეტჩერი ფულისა და წიგნების შესახებ

image

1. შეწყვიტეთ ფულის ხარჯვა - როცა მე უკრაინაში ჩამოვედი, მობილური შევიძინე სულ რაღაც 50 დოლარად, აქ კი ვხედავ, რომ 18 წლის გოგონებსაც 200-500 დოლარიანი მობილურების აქვთ. 
2. დაიწყეთ ფულის დაზოგვა - იდეალში საჭიროა შემოსავლების 10-50%-ის დაზოგვა. ლოგიკა მარტივია: როცა ფული არ გაქვთ, შანსიც არ გაქვთ, რომ ახალი ბიზნეს-შესაძლებლობები გამოიყენოთ, უფრო მეტიც, ვერასოდეს გამოცდით პრაქტიკულად რას ნიშნავს ფულის ერთ-ერთი მთავარი კანონი, რომელიც ასე ჟღერს  - «ფული იზიდავს ფულს». 
3. დააბანდეთ ფინანსები უძრავ ქონებაში - უძრავი ქონება ინვესტიციის საუკეთესო საშუალებაა. 
4. დაიცავით საკუთარი ფული - ფული დააბანდეთ სიფრთხილით და გონივრულად! 
5. ფული დააბანდეთ ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად - ინვესტიციისას საუკეთესო პარტნიორი არის ადამიანი, რომელსაც უკვე ფულის შოვნის გამოცდილება აქვს. მას შეუძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ თუ რომელი სფერო უფრო მომგებიანია და რომელი არა.  
6. მოძებნეთ ახალი მეთოდები იმისათვის, რომ დაზოგილმა თანხამ უფრო მეტი ფული მოგიტანოთ, იმ თანხამ კიდევ უფრო მეტი და ა.შ. - ანუ, ფული, რომელსაც თქვენ ინახავთ, მუდმივად ბრუნვაში უნდა გქონდეთ, ყოველთვის უნდა გააკეთოთ გონივრული ინვესტიცია. 
7. ისწავლეთ, სწავლა საჭიროა იმისათვის, რომ უფრო მეტი ფულის გამომუშავება იცოდეთ - იდეალში, ყოველკვირეულად უნდა ისწავლოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. 

ფლეტჩერი წასაკითხად გვირჩევს შემდეგ წიგნებს:

• ზიგ ზიგლარი - «მწვერვალზე შეხვედრამდე» 
• ნაპოლეონ ჰილი - «იფიქრე და გამდიდრდი» 
• ჯორჯ ს. კლეისონი - «ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში» 

დატოვე კომენტარი