რისთვის არის საჭირო პირადი ფინანსების ანგარიშგება

image

მოდით შევეხოთ იმ ფუნდამენტურ შეკითხვას, რომელიც ყველას გასჩენია, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია ისეთ თემასთან, როგორიც არის პირადი ფინანსები. რა არის ეს? რისთვის არის საჭირო? და მთავარი შეკითხვა - რა სარგებლობა მოაქვს ამას? 
მივყვეთ თანმიმდევრობით
პირადი ფინანსები – ეს არის ერთგვარი აბსტრაქტულ-მითიურ-განზოგადებული გაგება, რომლის ქვეშ შეიძლება იგულისხმებოდეს ყველაფერი, რაც ჩვენს პირად ფინანსებთან კავშირშია. 
აუცილებელია ადამიანებმა ისწავლონ საკუთარი ფულის მართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? - იკითხავთ ალბათ თქვენ. 
იმიოტმ, რომ თქვენ მართოთ ფული და არა ფულმა გმართოთ თქვენ. სასაცილოდ ნუ მოგეჩვენებათ, ეს სერიოზული თემაა. მარტივად აგიხსნით რა მნიშვნელობა აქვს პირადი ფინანსების მართვას და რა დადებითი და უარყოფით მხარეები ახასიათებს ამ პროცესს: 
1. საკუთარი ფინანსების მართვა ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ მართავთ ფულს და არა პირიქით. 
2. პირადი ფინანსების ანგარიშგება – არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ფულის ეკონომიას, ეს პირველ რიგში საკუთარი ფულის მოძრაობაზე დაკვირებაა გარკვეული პერიოდის მანძლზე, რაც ამ მოძრაობის ოპტიმიზაციას გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, თვალყური ადევნეთ თქვენს ფინანსებს და მოიცილეთ ზედმეტი ხარჯები. 
3. საჭიროა თუ არა ფულის ეკონომია – ეს თითოეულის პირადი არჩევანია. ფულის ეკონომია პირადი ფინანსების ანგარიშგების  გამოყენებისას ეფექტური იქნება, რამდენადაც თავიდანვე აანალიზებთ თუ სად შეგიძლიათ შეამციროთ ხარჯები, ხოლო შემდეგ იწყებთ ეკონომიას. 
4. პირადი ფინანსების ანგარიშგების გამოყენებით თქვენ საშუალება გეძლევათ გამოყოთ ე.წ. «ზედმეტი ფული» და თქვენი განკარგულებისამებრ გამოიყენოთ ის - მაგალითად გააკეთოთ დანაზოგი ან რაიმე სხვა მიზნით. 
რაც შეეხება პირადი ფინანსების ანგარიშგების «დადებით და უარყოფით» მხარეებს:
დადებითი მხარეებია:
• თქენ იცით რაზე ხარჯავთ ფულს;
• თქვენ გიჩნდებათ თავისუფალი ფული;
• თქვენ შეგიძლიათ საყიდლების სია შეადგინოთ წინასწარ;
• თუ მოინდომებთ საკმაოდ დიდი თანხის ეკონომიას შეძლებთ;
• თქვენ «ყველაფერს აკონტროლებთ» ფულთან დაკავშირებით;
• თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ ვალებისგან;
• თქვენ შეძლებთ დანაზოგის გაკეთბას საკუთარი მიზნების მისაღწევად.
უარყოფითი მხარეებია:
პირადი ფინანსების ანგარიშგებაში უარყოფითი მხარე მხოლოდ ერთია, რომელიც ბევრს აფერხებს და წონასწორობას აკარგვინებს. ეს უარყოფითი მხარე არის ის, რომ პირადი ფინანსების ანგარიშგებას სჭირდება ყურადღება და დროის დათმობა.   
თუმცა ნუ შეშინდებით, ყურადღება საჭიროა მცირედით, მაგრამ რეგულარუად, თავიდან, როცა ახლად დაიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას. შემდეგ ეს ჩვევად უნდა გაიხადოთ. სწორედ ამ მომენტამდე ვერ მიდის ბევრი და გირჩევთ, რომ თქვენც არ მოხვდეთ ამ ხაფანგში. 
პირადი ფინანსების ანგარიშგება – მარტივი და სრულიად უპრობლემო საქმეა ერთი შეხედვით, მაგრამ ბევრს ეჩვენება, რომ ეს ძალიან რთულია და მათი საქმე არ არის. 
ნუ შეგეშინდებათ, მთავარია დაიწყოთ. 
როგორც პლატონი ამბობდა: «დასაწყისი – საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია».

დატოვე კომენტარი