10 პრაქტიკული რჩევა თქვენთვის საუკეთესო ონლაინ სესხის ასარჩევად

image

1) თუ ონლაინ სესხით აქამდე არ  გისარგებლიათ, კარგია იცოდეთ, რომ რიგი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მომხმარებელს პირველ სესხს უპროცენტოდ სთავაზობს, ანუ  პირველი სესხის აღების შემდეგ, თქვენ ზუსტად ფულადი თანხის იმ რაოდენობას აბრუნებთ,  რამდენიც ისესხეთ.

2) დააკვირდით თანხის ლიმიტს. სხვადასხვა კომპანიებში ის ინდივიდუალურია. ეს ნიშნავს , რომ მითითებულ თანხაზე მეტი ან ნაკლები თანხის სესხება კონკრეტული პროვაიდერისგან არ  შეგიძლიათ.

3) კომპანიების უმეტესობა პირველი სეხის შემდეგ ყოველ მომდევნო სესხზე თანხის გაზრდილ რაოდენობას გთავაზობთ. ამიტომ, გადახედეთ კონკრეტული პროვაიდერის პირობებს -  რამდენია პირველი და ყოველი მომდევნო სესხის ოდენობა.

4) თანხის რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ, აუცილებლად  დააკვირდეთ რამდენია  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. ამ მაჩვენებლის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია, რადგან სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეტის გამო, დაუბრუნებლობის  რისკი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, თუ თქვენ ისესხებთ 100 ლარს და საპროცენტო განაკვეთი არის 15%, თქვენ უნდა დააბრუნოთ 100 ლარს დამატებული მისივე საპროცენტო განაკვეთი, ანუ 15 ლარი.

5) დააკვირდით სესხის დაფარვის ვადებს, ანუ დროის რა პერიოდში თქვენ უნდა დააბრუნოთ თანხა.

6) როგორც ამბობენ, შემთხვევისგან არავინ არარის დაზღვეული. შესაძლოა, გარკვეულმა გარემოებებმა შეგაფერხოთ ან უბრალოდ დაგავიწყდეთ თანხის გადახდა და ვადას გადააცილოთ. სამწუხაროდ, კომპანია ამ დროს გარკვეულ ჯარიმებს აწესებს. ამიტომ, შეამოწმეთ რამდენი პროცენტი უნდა გადაიხადოთ გადაცილებულ ერთ და ყოველ მომდევნო დღეზე.

7) ისევ გაუთვალისწინებლად წარმოქმნილ დაბრკოლებაზე შევჩერდეთ. მაგალითად, ხვდებით, რომ კონკრეტული თარიღისთვის ვერ ახერხებთ თანხის დაბრუნებას. ასეთ შემთხვევაში თქვენ თანხის დაბრუნების გადავადება შეგიძლიათ. შესაბამისად, აუცილებლად შეამოწმეთ კონკრეტული პროვაიდერი სესხის რამდენი ხნით გადავადებას გთვაზობთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელი ნიუანსია.

8) სესხის აღების დროს დააკვირდით გასათვალისწინებელ წინაპირობებს. იგულისხმება ასაკობრივი ლიმიტი, რადგან თუ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 18 წლიდან გასცემს სესხს, სხვას ეს ბარიერი 21  წლამდეც კი შეიძლება ჰქონდეს  აწეული. ასევე დააკვიდით მაქსიმალურ ასაკობრივ ზღვარს. თუ ერთ პროვაიდერისთვის ეს 65 წელია,  მეორე კომპანია, შესაძლოა, 75 წლის პიროვნებაზეც გასცემს სესხს.

9) ასევე მიაქციეთ ყურადღება აპლიკაციის შევსების დროს რა დოკუმენტაცია გჭირდებათ. უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ პირადობის მოწმობა არის საკმარისი, მაგრამ ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კლიენტს დამატებით დოკუმენტაცია მოსთხოვოს.

10) უფრო დეტალურად ეს ინფორმაცია შეგიძლიათ  იხილოთ საიტზე Taripebi.GE,  სადაც თქვენ ნამდვილად  იპოვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც სესხის აღებისას თქვენ საუკეთსო პირობებს შემოგთავაზებს.

დატოვე კომენტარი