კრედიტების დაზღვევა

image

კრედიტების დაზღვევა

კლიენტების სხავადასხვა ჯგუფებთან მუშაობისას საჭიროა ისეთი მოვლენის გათვალისწინება, როგორიც არის საკრედიტო რისკები. რეალურად ბანკები ვერც შეძლებდნენ მუშაობას, რომ არ ჰქონოდათ კრედიტების დაზღვევის რეზულტატიური სქემები. რისთვის არის საჭირო კრედიტების დაზღვევა?
კომპანიები კლიენტებს სთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც პოპულარულია ბაზარზე, რამდენადაც მოთხოვნიდან გამომდინარეობს შეთავაზება. ამ მომსახურებაში შედის ნაღდი ფულით გაფორმებული კრედიტი, საკრედიტო ბარათები, სამომხმარებლო სესხი, ავტო და იპოთეკური სესხი.
ფინანსურ სისტემაში ხშირია კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევები, რამდენადაც ხშირად ფორმდება მსხვილ თანხაზე. გადაუხდელობისგან თავის დაზღვევის მიზნით, ყველა კომპანია, რომლებიც საკრედიტო სფეროში მუშაობენ, ცდილობს შეადგინოს საკრედიტო რისკებთან ბრძოლის გონივრული და შედეგიანი ალგორითმი. აღნიშნულ ალგორითმში დაზღვევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კრედიტების დაზღვევაში შედის უძრავი და მოძრავი ქოების დაზღვევა, რომელიც ეკუთვნის კლიენტს და ჩადებულია საფინანსო ორგანიზაციაში კრედიტის სანაცვლოდ, ასევე კლიენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა. ასევე მოითხოვება დაზღვევა საკრედიტო ბარათების გაფორმებისას. დაკრედიტების ძირითადი პრინციპი გულისხმობს ფულის დაბრუნებას, ხოლო კრედიტში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონება თანხის დროულად და სრულად გადახდის გარანტიაა, დაზღვევა კი ფინანსური კომპანიისთვის დამატებითი დასაყრდენი ხდება, რაც გარანტირებულს ხდის კლიენტის პასუხისმგებლობას სესხის სრულად დაფარვამდე.

სესხების დაზღვევის ტიპები

არსებობს სესხების დაზღვევის რამოდენიმე ტიპი, რომლებშიც შედის დაუფარავი კრედიტების დაზღვევა და კლიენტის პასუხისმგებლობის დაზღვევა კრედიტის გადახდაზე. კრედიტის გადაუხდელობის დაზღვევისას დამზღვევი არის არა ფინანსური კომპანია, არამედ ობიექტი, რომელიც ექვემდებარება დაზღვევას – ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, კლიენტი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. კლიენტის პასუხისმგებლობის დაზღვევისას, დაზღვევის ობიექტი ხდება კლიენტის პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესრულებისთვის, ამასთან, ხელშეკრულება ფორმდება კლიენტსა სადაზღვევო კომპანიას შორის.
იმ კლიენტებისთვის, ვინც ოფიციალურად არ მუშაობს, ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალპროცენტიანი კრედიტები აუცილებელი დაზღვევით.
სამომხმარებლო სესხის დროს ფინანსური კომპანია კრედიტში დებს კლიენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის აუცილებელ პირობებს. ამ შემთხვევაში დამზღვევი თავად კლიენტია, რადგან დაზღვევის თანხა საკრედიტო შენატანის ტანხაში იანგარიშება, რომელსაც ის იხდის. აღნიშნული პირობები ვრცელდება ასევე საკრედიტო ბარათებისა და ოვერდრაფტების გაფორმებისას.
დაზღვევის შემდეგი ტიპი ეს არის კომერციული კრედიტების დაზღვევა. აღნიშნული ტიპი საჭიროა, თუ არსებობს რისკი მიმწოდებლის მხრიდან საშუალებების მიტანის შეუძლებლობა იმ გამყიდველისგან, რომელმაც გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება შენატანის გადავადების პირობებით.
საკრედიტო დაზღვევის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საბანკო-საკრედიტო ალგორითმი განვითარებულია ძალიან კარგად, ხოლო სადაზღვევო შედარებით ჩამორჩება მას. თუმცა, მისი ყველა ტიპის დაკრედიტება, მაგალითად იპოთეკა ან სტანდარტული კრედიტები – ფინანსური კომპანიებისთვის წარმოადგენს შემოსავლის მთავარ წყაროს. ამასთან არსებობს კლიენტის მხრიდან თანხის გადაუხდელობის დიდი რისკი, ამიტომ, ნამდვილად აქვს აზრი აღნიშნული რისკების ნაწილობრივ სადაზღვევო კომპანიაზე გადატანას. მსგავსი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს რისკების შემცირებას და აქტივების ხარისხის ამაღლებას.
იპოთეკური კრედიტის დროს უძრავი ქონების დაზღვევა უნდა აუცილებლად უნდა მოხდეს. ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე ბანკლი კლიენტს სთავაზობს რამოდენიმე აკრედიტირებულ სადაზღვევო კომპანიას ასარჩევად, რომელთაგან ერთ-ერთში კლიენტი გააფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას კრედიტის დაფარვის ბოლომდე.
ფინანსური დაკრედიტების დაზღვევისას სადაზღვევო კომპანიამ და ბანკმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. მათ ერთიანად უნდა შეიმუშაონ სრულფასოვანი წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემთ მინიმუმამდე დაიყვანონ ფინანსური რისკები. კლიენტი, რომელიც უარს აცხადებს საკრედიტო დაზღვევაზე, თვლის, რომ თანხას ზოგავს, სინამდვილეში კი ამის გამო იღებს სესხს გაცილებით მაღალ პროცენტში. აღნიშნული მიზეზის გამო საჭიროა კარგად გააკრვიოთ ყველა დეტალი მანამ, სანამ საკრედიტო ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ.

დატოვე კომენტარი