რა უნდა ქნათ, თუ სესხი თაღლითებთან გააფორმეთ?

image

მსგავსი ტიპის პრობლემა დგება დაკარგული ან მოპარული პასპორტებით სესხის გაფომების შემთხვევებში. სანამ მსხვერპლი აფორმებს ახალ პასპორტს, თაღლითი იღებს სესხს დაკარგული ან მოპარული დოკუმენტის საფუძველზე. ყველაზე ხშირად ცრუ დოკუმენტებს თაღლითები იყენებენ სამომხმარებლო სესხების ასაღებისას, სხვადასხვა ტექნიკის განვადებით გამოსატანად და ა.შ. ასევე თაღლითები ახერხებენ ამ დოკუმენტაციით აიღონ საკრედიტო ბარათები, რომელთა გაფორმების შემდეგ ისინი სრულად ხსნიან დარიცხულ თანხას და შესაბამისად წარმოიშობა ვალი. გარკვეული დროის შემდეგ ფინანსური ორგანიზაცია უკავშირდება პასპორტის ნამდვილ მფლობელს და მოითხოვს მისგან დავალიანების დაფარვას, რომლის შესახებ ამ ადამიანმა არც კი იცის.

ფინანსური ანალიტიკოსები გვირჩევენ ასეთ დროს სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგოთ, არ ჩავვარდეთ პანიკაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ ვითარებაში ფინანსური ორგანიაციები არ თანამშრომლობენ კლენტთან, ამიტომ არ ღირს საკუთარი ნერვებისა და დროის ხარჯვა ისტერიკების მოწყობით რაიმეს დამტკიცებაზე. ამის დამტკიცება მოგიწევთ სასამართლოში. კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, რომელიც არ აგიღიათ, თქვენ უნდა დაწეროთ პრეტენზია ორ ეგზემპლიარად და გაუგზავნოთ ფინანსურ ორგანიზაციას. ეს დოკუმენტები უნდა დაამოწმოს ბანკის სპეციალისტმა და ერთი პირი დაგიბრუნოთ დასტურით, რომ მათ ნამდვილად მიიღეს თქვენი განცხადება. თუ საფინანსო ორგანიზაცია მოითხოვს თქვენგან პასპორტის ასლს და ხელმოწერას, არ ღირს უარის თქმა, რადგან ეს შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული სასამართლო სხდომისას. თუ ბანკის თანამშრომლები უარს აცხადებენ პრეტენზიის მიღებაზე პასპორტის ასლისა და ხელმოწერის გარეშე, მაშინ მათ უნდა მოთხოვოთ უარის წერილობითი განმარტება. თუ ორგანიზაცია არც ასეთ პირობას არ თანხმდება, უკვე საჭიროა მისი მისამართით წერილობით პრეტენზიის გაგზავნა მიღების დამდასტურებელი და დამოწმებული ტექსტის ასლის უკან დაბრუნების მოთხოვნით. ამ წერილში უნდა აღწეროთ რა მიზეზებმა გამოიწვია თქვენი მხრიდან მსგავსი დოკუმენტის შედგენის აუცილებლობა. შემდეგ თაღლითობის ბრალდებით განცხადება უნდა შეიტანოთ პოლიციაში და არ დაგავიწყდეთ იმ განცხადების დარეგისტრირებაც, რომელიც ბანკის თანამშრომელმა მიიღო და დაამოწმა. ამის შემდეგ, პროფესიონალი იურისტის დახმარებით, საჭიროა სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება. როცა დაზარალებული მართლა უდანაშაულოა, ამის დამტკიცება სასამართლოზე ძალიან რთული არ არის, რადგან საკრედიტო ხელშეკრულებაში სხვა ხელმოწერაა დაფიქსირებული. დაზარალებულს სასამართლოს მხრიდან მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის კომპენსაცია ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან. ასევე, თუ დამტკიცდება დაზარალებულის უდანაშაულობა, ბანკი ვალდებულია აანაზღაუროს ყველა ხარჯი, რაც საჭირო გახდა იურისტის დასაქირავებლად და სასამართლო პროცესის წარმართვისთვის.

დატოვე კომენტარი