რა უნდა ვიცოდეთ მიკროკრედიტების შესახებ

image

დღეისათვის მიკროდაფინანსება მოთხოვნადი და პოპულარული მომსახურეობაა. კრიზისის და ფინანსურ ბაზარზე ჩავარდნების დროსაც კი ეს პროდუქტი მოთხოვნადია და შესაბამისად იზრდება მისი პირობებიც. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ხშირად დაფარულია. ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომახურეობაში შედის მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსება საჭიროებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. სესხის საჭიროების დროს ბანკებში სირბილის ნაცვლად შესაძლებელია თანამშრომლობა მსო-ებთან, რომელთა საპროცენტო განაკვეთი არც ისე დიდად განსხვავდება ბანკების მიერ შემოთავაზებულისგან. ფინანსური სფეროს საკითხებში არაინფორმირებულობა და გაუცნობიერებლობა არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა. ამით იტანჯებიან არამარტო მსესხებლები, არამედ საკრედიტო ორგანიზაციებიც, რომლებიც მოქმედებენ კანონის ფარგლებში. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება მათ «კლანჭებში», რომლებიც თავიდან გულუხვად არიგებენ ფულს, რაც ბოლოს საქმეს უფრო ართულებს. სამართლიანობის ძიებაში მოტყუებული მომხმარებლები მიმართავენ ფსევდოიურიდიულ მომსახურეობებს, რასაც თან ახლავს დროისა და ფულის ფუჭად დაკარგვა. ბუნდოვანი საკრედიტო ბაზარი ვითარდება, ამ დროს კი ლეგალური მიკროსაფინანსო კომპანიები კარგავენ პოტენციურ კლიენტებს და შემოსავალს. მიკროსაფინანსო ბაზრის რეგულირებისას გვერდს ვერ ავუვლით შესაბამის ნორმატიულ ბაზას. აღნიშნული საკითხი გაწერილია კანონმდებლობაში, რომლის გაცნობა ნამდვილად არ იქნება ზედმეტი მათთვის, ვინც მსგავსი მომსახურებით სარგებლობას აპირებს, თან მანამ, სანამ სესხის ხელშეკრულებას გააფორმებს და თანხას აიღებს. ასევე მნიშვნელოვანია მასმედიის საშუალებით ამ საკთხის გარშემო ინფორმაციის გაშუქება მოსახლეობის გათვითცნობიერების დონის ასამაღლებლად, რაც სათანადო დონეზე არ ხდება, რადგან საჭიროა აქტიურად იბეჭდებოდეს სტატიები, ეწყობოდეს გადაცემები სადაც გაშუქდება

დატოვე კომენტარი