როგორ გადავიხადოთ ნაკლები კრედიტში?

image

ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება ისე, რომ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მატერიალური მდგომარეობა უარესდება. შედეგად ვერ ხერხდება კრედიტის დაფარვა. აღნიშნული პრობლემის დადგომისას უმჯობესია ბანკში თავად მიხვიდეთ, ვიდრე დაელოდოთ იმ დღეს, სანამ ბანკი საჩივარს შეიტანს სასამართლოში ან შავ სიაში აღმოჩნდებით. არსებობს რამოდენიმე ვარიანტი იმისთვის, რომ კრედიტის თანხა შეამციროთ.

რესტრუქტურიზაცია
კრედიტორი დათმობებზე მიდის მევალის თხოვნით. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ბანკს სთხოვოთ კრედიტის პერიოდის გაზრდა ხანგრძლივი დროით, რის საფუძველზეც შემცირდება ყოველთვიური გადასახადი. ასეთი ვარიანტი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ გაზრდის საპროცენტო განაკვეთს კრედიტის პერიოდის განმავლობაში.
ასევე შესაძლებელია საკრედიტო არდადეგების თხოვნა – ეს არის კრედიტის გარკვეული დროით გადაუხდელობის შესაძლებლობა. ხშირად ამ სქემას იყენებენ ლიზინგის დროს. მოლაპარაკება შეიძლება მხოლოდ საკრედიტო პროცენტებზე ან ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შედგენაზე.
რესტრუქტურიზაციის კიდევ ერთი სახეობა – ეს არის ბანკის მიერ კრედიტის ნაწილობრივ ან სრულად დაფარვა. ასეთი ვარიანტი გამოიყენება ძალიან იშვიათად. ხშირად ჩამოწერენ მხოლოდ საჯარიმო პროცენტებს, რომელბიც გროვდება გადახდის დაგვიანების გამო.

რეფინანსირება (გადაკრედიტება)
ეს არის შესაძლებლობა უკეთესი პირობებით აიღოთ ახალი კრედიტი იგივე ან სხვა ბანკში იმისათვის, რომ გადაფაროთ ძველი კრედიტი. ჯერ საჭიროა მიმართოთ საკუთარ ბანკს მსგავსი წინადადებით, თუმცა ყველა ბანკი არ თანხმდება საკუთარი კრედიტების რეფინანსირებას. თუ თქვენი ბანკისგან უარს მიიღებთ, შემდეგ შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა ბანკი, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შემოგთავაზებთ. დღეისათვის ძალიან დიდი კონკურენციაა საბანკო დაწესებულებებს შორის. ისეთი კრედიტორის ნახვა, რომელიც თანხას მოგცემთ ადვილია, მაგრამ მთავარია გქონდეთ კარგი საკრედიტო ისტორია. ძველი კრედიტის დაფარვის შემდეგ, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ახალი, თუმცა უკვე შედარებით დაბალ პროცენტში აღებული კრედიტი.

კონსოლიდირება
ეს არის სხვადასხვა ბანკებში აღებული კრედიტების ერთ სესხად გაერთიანების საშუალება. ამ ვარიანტის უპირატესობა არის ის, რომ არ გჭირდებათ ყველა ბანკში სირბილი აღნიშნულ საკითხზე მოსალაპარაკებლად. ხშირ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთიც შედარებით დაბალია, რათა მსესხებელს შესაძლებლობა ჰქონდეს დაფაროს ყველა ვალი. შეძლებისდაგვარად თქვენ დაგეხმარებიან სესხი გააფორმოთ ონლაინ რეჟიმში.

საბანკო საკომისიოს დაბრუნება
შეგიძლიათ ბანკს წაუყენოთ პრეტენზია საკრედიტო ანგარიშთან დაკავშირებით. ხშირად სასამართლო არაკანონიერად სცნობს ბანკის საკომისოში გადახდილ თანხებს და დიდი ალბათობით, თუ თანხა მსხვილი იქნება, თქვენ შეიძლება მოგეცეთ მისი დაბრუნების საშუალება.
ზემოთ მოყვანილი ნებისმიერი ვარიანტის გამოყენებისას საჭიროა გამოცდილ ფინანსურ ექსპერტთან კონსულტაციის გავლა. სამომავლოდ კი, სანამ კრედიტს გააფრომებთ, კარგად გადათვალეთ თქვენი ფინანსური შემოსავალი, რომ ნაკლები პრობლემები შეგექმნათ.

დატოვე კომენტარი