იაპონიაში მალე გაყიდვაში ჩაეშვება გულის ფორმის მობილური

image

იაპონიაში მალე გაყიდვაში ჩაეშვება გულის ფორმის მობილური

როცა ფორმის ფაქტორი ფუნქციონალურობაზე მაღლა დგება, სწორედ მაშინ ჩნდება ასეთი უცნაური მობილური ტელეფონები, როგორიც არის 401AB.

პრინციპი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა აპარატი, აბსოლიტურად უკუპროპორციულია თეზისის «მთავარია არა ფორმა, არამედ შემადგენლობა». Heart 401AB-ს საფუძველი და ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის ბრუნვადი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ტელეფონს შეუძლია მიიღოს გულის ფორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტელეფონი ერთმნიშვნელოვნად განკუთვნილია მხოლოდ ზარებისთვის და რაიმე სხვა დამატებითი ფუნქცია მას არ გააჩნია, მათ შორის არც SMS შეტყობინება. ვერ შეძლებთ გადაიღოთ ე.წ. „სელფი“, რადგან კამერა საერთოდ არ აქვს და შესაბამისად ინტერნეტსაც ვერ დაუკავშირდებით.

Heart 401AB-ს წონა შეადგენს სულ რაღაც 59 გრამს. სისქე – 23 მმ-ს. აპარატის ეკრანი მონოქრომულია და მისი გაფართოება არის 128х36 პიქსელი. ტელეფონი გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მარტიდან, ორ ფერში: შავსა და წითელში. ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოვა ტელეფონის დამატებითი ვერსია Sailor Moon edition, რომელიც პოპულარულ ანიმაციურ თამაშს «Sailor Moon»-ს ეძღვნება.
ტელეფონი იმუშავებს იაპონიაში გამოყენებად ქსელში, რომელიც ფუნქციის შეზღუდული ნაკრების მქონე ბიუჯეტური აპარატებისთვისაა. Heart 401AB-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

დატოვე კომენტარი