საკუთარი მომავლის ფინანსური დაზღვევა

image

საკუთარი მომავლის ფინანსური დაზღვევა

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში დაზღვევის ქონა ისეთივე რეალურია, როგორც სამსახურის ქონა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაზღვევა პოპულარობით არ სარგებლობს. ეს პირველ რიგში გამოწვეულია მოქალაქეების მხრიდან არასამთავრობო, კერძო სტრუქტურების მიმართ დაბალი ნდობით და ასევე მსგავს ორგანიზაციებში ფულის ჩადების სურვილის არქონა. როგორც აღვნიშნეთ ასეთი ქცევის მიზეზი ბევრია, თუმცა სჯობს ეს საკითხი განვიხილოთ თანმიმდევრულად.  

  1. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, უამრავმა ადამიანმა, მეწარმემ და ორგანიზაციამ დაკარგა საკუთარი კაპიტალი. დაზარალებულებიდან თითქმის ვერავინ ვერ შეძლო დაებრუნებინა მინიმალური თანხა მაინც. შემდეგ ამას მოჰყვა არეული 90-იანები და სწორედ ეს ფაქტორებია უმთავრესი, რომელთა გამო მოქალაქეთა უმრავლესობას დაკარგული აქვს ნდობა მსგავსი ფინანსური ოპერაციების მიმართ, არ უნდათ, რომ ფული შეინახონ ფინანსური ორგანიზაციების ანგარიშებზე. თუმცა, დღეისათვის ბაზარზე ოპერირებს საკმაოდ ბევრი, მსხვილი ფინანსური ორგანიზაცია, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან სტაბილურობით და მათ ბანკროტობა არ ემუქრებათ აქტივების ლიკვიდურობის მაღალი დონის და საბაზისო ფულადი ფონდის მუდმივი ზრდის გამო. თეორიულად შეიძლება ყველაზე დიდი და სტაბილური ფინანსური ორგანიზაციაც გაბანკროტდეს, მაგრამ პრაქტიკაში მსგავს რამეს ნულოვანი მნიშვნელობა აქვს.
  2. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ მათი ფინანსური შემოსავალი არ აძლევთ სადაზღვევო პაკეტებით სარგებლობის საშუალებას. აღნიშნული პრობლემა ნამდვილად დგას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამუდამოდ არავინ ცოცხლობს, ავადმყოფობა კი ყოველთვის მოულოდნელად დგება და არავინ იცის როდის დაჭირდება სამკურნალოდ თანხა. რა თქმა უნდა აუცილებლობისას შესაძლებელია საბანკო კრედიტის გაფორმება, ოღონდ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვალი, რომელიც უნდა დავაბრუნოთ, ან სულაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვეღარ შევძლოთ ვალის დაფარვა, რაც გამოიწვევს ფინსნურ სანქციებს. სწორედ ამიტომ, დაზღვევა არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ყველამ, ვისაც უნდობლობა აქვს სადაზღვო-საფინანსო სისტემის მიმართ, უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის უბრალოდ ფულის შენახვა რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშზე, ეს მათი გაზრდაა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.
  3. როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში ყველას არ შეუძლია შემოსავალზე იცხოვროს. ხშირად ყოველთვიური ხელფასი სწრაფად იხარჯება პირველადი ხარისხის საჭიროებებზე: კომუნალურ და სხვა გადასახადებზე, კრედიტების დაფარვაზე, პროდუქტებზე და სხვა აუცილებელ, პირველადი მოხმარების ნივთებზე. შესაბამისად რაიმე სახის დანაზოგის გაკეთებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
  4. არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც ასი პროცენტით დარწმუნებულები არიან თავიანთ ხვალინდელ დღეში, სამსახურში – ამ შემთხვევაშიც არ ღირს იმის დავიწყება, რომ ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი ფინანსური კატაკლიზმები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ თითოეულ ჩვენგანზე. დაიმახსოვრეთ – უმიზნოდ ფულის დაგროვებას არ მოაქვს სარგებელი, დაბანდებული ფული კი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს.
  5. ადამიანების უმეტესობას ურჩევინია ფული მუთაქაში შეინახოს, ვიდრე რაიმე სასარგებლო საქმიანობაში დააბანდოს. აღნიშნულ გაუნათლებლობას ფინანსურ საკთხში შედეგად მხოლოდ ის მოაქვს, რომ ასთი ადამიანები ვერაფრით ახერხებენ თანამედროვე არასტაბილურობისთვის ალღოს აღებას.

დატოვე კომენტარი