მარკ ცუკერბერგის 10 საუკეთესო ციტატა, რომლებიც გვაოცებენ უნიკალური აზროვნებით (მოტივაციისთვის)

image

მარკ ცუკერბერგის 10 საუკეთესო ციტატა, რომლებიც გვაოცებენ უნიკალური აზროვნებით (მოტივაციისთვის)
 
სოციალური ქსელის – Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ტექნოლოგიების სამყაროში ნამდვილი მოვლენაა. მისი ქონება დღეისათვის 34 მლრდ აშშ დოლარზე მეტია. მის მიერ შექმნილი სოციალური ქსელის ღირებულება კი Time-ის მიხედვით, შეფასებულია 200 მლრდ აშშ დოლარად.

გთავაზობთ ამ ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანის 10 საუკეთესო გამონთქვამს:
 
  1. «სწრაფად ცვალებად სამყაროში ერთად-ერთი სტრატეგია, რომელიც გარანტირებული ჩავარდნა იქნება – რისკზე წაუსვლელობაა»;
  2. «საქმე იმაში კი არ არის, რისი ცოდნა გვინდა ადამიანებზე, საქმე იმაშია, რისი მოყოლა უნდათ ადამიანებს თავად»;
  3. «მე ნამდვილად დავწერე კოდი Facebook-თვის საერთო საცხოვრებელში და ჩავუშვი საკუთარი ოთახიდან. თვეში 85$-ად მე ვქირაობდი სერვერს და ხარჯების კომპენსაციას საკუთარ საიტზე რეკლამიდან მიღებული შემოსავლით ვახდენდი. ჩვენ დღემდე ამით ვშოულობთ ფულს»;
  4. «თქვენს ეზოში მომაკვდავი ციყვი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე აფრიკაში მომაკვდავი ადამიანები»;
  5. «იმოძრავე უფრო სწრაფად. გაანადგურე ყველაფერი, თუ ამას ვერ აკეთებ ე.ი. არც ისე სწრაფი ხარ»;
  6. «მართალია უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე მირჩევნია იმ ადამიანებს შორის ვიყო, რომლებიც ბოლომდე ვერ გვაფასებენ. ეს მიბიძგებს რაიმე ახალი, გრანდიოზულის გაკეთებისკენ»;
  7. «ადამიანი შეიძლება იყოს გენიოსი, ან ფლობდეს ყველა აუცილებელ უნარებს, მაგრამ თუ მას არ სჯერა საკუთარი თავის, ის ვერ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამომჟღავნებას»;
  8. «ადამიანებს არ აინტერესებთ რას საუბრობენ შენზე ფილმში, ან შენ თავად რას ამბობ. მათ აინტერესებთ რას აკეთებ»;
  9. «როცა სილიკონის ველზე ხარ, გეჩვენება, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იმუშაო. მაგრამ მთლად ასე არ არის. ახლა რომ ვიწყებდე კარიერას, მე ბოსტონში ვიმუშავებდი. სილიკონის ველი ჩემი აზრით ორიენტირებულია ხანმოკლე პერსპექტივაზე და ეს არ მომწონს»;
  10. «თითქმის ყოველ დღე საკუთარ თავს შეკითხვას ვუსვამ: ვაკეთებ თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, რაც შესაძლებელია რომ გავაკეთო? თუ ვხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ, რომლის მოგვარებაც შემიძლია – მე ვიღებ დიდ სიამოვნებას დახარჯული დროიდან».
გაითვალისწინეთ წარმატებული ადამიანის რჩევები და დაიწყეთ მოქმედება დღესვე!

დატოვე კომენტარი