კრედიტებსა და პირად ფინანსებში დაშვებული ტოპ – 5 შეცდომა

image

კრედიტებსა და პირად ფინანსებში დაშვებული ტოპ – 5 შეცდომა
ამ სტატიაში გაგაცნობთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებიც იწვევენ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს. გაითვალისწინეთ ისინი, რომ სამომავლოდ გართულებები თავიდან აიცილოთ.

ოჯახისა და ბიზნესისთვის განკუთვნილი ფულის ერთ ჯიბეში ქონა – დიდი ალბათობაა სრულად დაკარგოთ
ზოგადად დამწყები მეწარმეები არ ფიქრობენ იმაზე, რომ ვალდებულებები, რომლებსაც ისინი იღებენ, ამძიმებს არამარტო მათ პირად, არამედ ოჯახურ მდგომარეობასაც. თუ ბიზნესი არ აეწყობა, მაშინ ვალები, რომლებიც დაკავშირებულია კრედიტების დაფარვასთან და სხვა ხარჯებთან, მძიმე ლოდად აწვება ოჯახურ ბიუჯეტს. სიტუაციიდან ამოძრომის მიზნით მეწარმე სთხოვს მეუღლეს, მის ნათესავებს, რომ ახალი სესხი მისცენ ძველის გადასაფარად. ვალები იწყებს ზრდას, როგორც თოვლის გუნდა და საბოლოოდ ამან შეიძლება დაგაკარგვინოთ საცხოვრებელი, მანქანა ან სხვა აქტივები.

ვალის გადახდა ახალი ვალით – ეს იგივეა, რომ ხანძარი ბენზინით ჩააქროთ
საჭიროა კრედიტის ყოველთვიურად დაფარვა და გაჩნდა პრობლემები ბიზნესში, ან სამსახურიდან დაგითხოვეს. ადამიანი ამ დროს თავს იმშვიდებს იმით, რომ ეს დროებითია და მალე ყველაფერს დაფარავს. კარგია, როცა ასე ხდება, მაგრამ სინამდვილეში ადამიანები ძველი ვალების დასაფარად ახალ ვალებს იღებენ. ამასთან დაბალპროცენტიანი სესხის გადაფარვა ხდება მაღალპროცენტიანით, რაც რეალურად ვალს ზრდის და საბოლოოდ დგება მომენტი, როცა ვალების დაფარვა სრულიად შეუძლებელია იმის გამო, რომ წარმოუდგენლად დიდი თანხაა დაგროვილი.

არაფრის კეთება – თავის სილაში ჩარგვაა
პასიურობა – ფინანსური სირთულეების დროს ყველაზე უარესი ქცევაა. მაშინაც კი, თუ კრედიტორები არ ცდილობენ თქვენგან ფულის ამოღებას, ნუ იფიქრებთ, რომ ეს სულ ასე იქნება. კრედიტების გადახდის საკითხი ასე მარტივად არასოდეს გვარდება. სჯობს კრედიტორს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პრობელმების შესახებ და სთხოვოთ კრედიტის დაფარვის პიროებებისა და ვადების გადახედვა. რა თაქმა უნდა  მისგან არ უნდა ელოდეთ რაიმე განსაკუთრებულ დათმობებს, მაგრამ მოლაპარაკება – ეს ქცევის საუკეთესო სტრატეგიაა, როცა ვალის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები ჩნდება. ასეთი ტაქტიკა უფრო ქმედით გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. მაგალითად, თქვენ შეძლებთ კრედიტით ნაყიდი უძრავი ქონების გაყიდვას, როცა ყოველთვიური შენატანის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ.

დანაზოგის სარგებლიანობა
ნაღდი ფულის მცირედი დანაზოგიც კი ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის საწინდარია. ადამიანების უმრავლესობა, ძალიან მცირედი შემოსავლის მქონეც კი, ცდილობენ ფული გადადონ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ხელშეუხებელი «ფონდი შავი დღისთვის» შესაძლოა დაგეხმაროთ გადაიტანოთ ფინანსური სირთულეების პერიოდი. როცა იცი, რომ ყუთში გარკვეული თანხა დევს, რომელიც თვიდან-თვემდე იზრდება, ზოგჯერ ცდუნება გაქვს რაიმე სასარგებლო და საჭირო შენაძენში დახარჯო. თუმცა გაუთვალისწინებელ ხარჯებს იმიტომ ჰქვია გაუთვალისწინებელი, რომ მათზე მოთხოვნა ჩნდება მოულოდნელად და ფული საჭიროა სასწრაფოდ. დანაზოგის არქონისას ასეთ შემთხვევებში იძულებული ვიქნებით ავიღოთ სესხი სწრაფად და მიუღებელი პრიორბებით, რაც შემდეგ მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს ბიუჯეტს. ამიტომ, შეეცადეთ როგორმე მოახერხოთ და იქონიოთ დანაზოგი.

ზედმეტი ოპტიმიზმი და «ყველა კვერცხის ერთ კალათში ქონა» – ეს ძალიან სარისკოა
ოპტიმიზმი ცხოვრებაში ძალიან ეხმარება ადამიანებს, თუმცა, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები – ვარდისფერი სათვალე უნდა მოვიხსნთ. კრედიტის აღების დროს პირადი შესაშაძლებლობების შანსების გადაფასება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დადგეთ რსული ფინანსური კრახის წინაშე. განსაკუთრებით საშიშია, თუ ჭარბი ოპტიმიზმი ერწყმის ვა-ბანკზე წასვლის სურვილს. ასეთი მიდგომით შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ, განსაკუთრებით კრიზისული პერიოდის ფინანსური სირთუელეების გაჩენის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ფინანსისტები მოგვიწოდებენ დივერსიფიკაციისკენ, ანუ თანხის სხვადასხვა სფეროში დაბანდებას. რაც არ უნდა შემოსავლიანი და კარგი ჩანდეს საქმე, არ ღიღს მთელი ფულის ერთ საქმეში ჩადება.

დატოვე კომენტარი