“ფინანსური გაუნათლებლობა” – დაავადება, რომელსაც სავალალო შედეგები აქვს ჩვენი ჯიბისთვის

image

“ფინანსური გაუნათლებლობა” – დაავადება, რომელსაც სავალალო შედეგები აქვს ჩვენი ჯიბისთვის

“ფინანსური გაუნათლებლობა” – დაავადება, რომელსაც სავალალო შედეგები აქვს ჩვენი ჯიბისთვის
საკუთარი ფინანსების გონივრულად წარმართვა საშუალებას გვაძლევს არამარტო ხარჯები შევამციროთ, არამედ ჩვენი საფულის ზომა საკმაოდ გავზარდოთ. გთავაზობთ რამოდენიმე ძირითად მეთოდს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ღირს, თუკი ფინანსური საკითხების გარშემო მეტი ცოდნის და გამოცდილების შეძენა გსურთ:

«უსაფრთხოების ბალიში» – ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ დანაზოგი საჭირო არ არის. რისთვის უნდა გადადო ფული, თუკი შეიძლება დღესვე დახარჯო მთლიანად და იყიდო ყველაფერი, რაც გინდა? დაიმახსოვრეთ: – საჭიროა ყოველთვის გქონდეთ დანაზოგი, რომელიც ყოველთვიური ხარჯების 3-6% მაინც იქნება, რაც ასევე გამოგადგებათ გაუთვალისწიენებელი ხარჯების დასაფარადაც.
ბანკის ნაცვლად «მუთაქაში» დაგროვება – ადამიანების ნდობა ფინანსური და საინვესტიციო ინსტრუმენტების მიმართ მაინც დაბალია. დღეისთვის, ჯერ კიდევ ბევრი ამჯობინებს ფულის „მუთაქაში“ შენახვას. ასეთი „დანაზოგი“ საბოლოო ჯამში შემოსავლის წლიურ მინუს 10-13%-ს გაძლევთ. ამის მიზეზი არის ინფლაცია. ასე მაგალითად თქვენს მიერ სახლში შენახული 1000 ლარი სამი წლის შემდეგ იქნება 700 ლარი. თუ ბანკის გაბანკროტების გეშინიათ – დაივიწყეთ, რადგან ბანკში ჩადებულ ფულს ყოველთვის უკლებლივ დაიბრუნებთ დანაზოგზე მოქმედი დაზღვევის წყალობით.

ონლაინ კრედიტის არასწორი პარამეტრები – ბანკში კრედიტის აღების გადაწყვეტილების შემთხვევაში საჭიროა გახსოვდეთ, რომ კრედიტი უნდა იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც თქვენ შემოსავალს იღებთ. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ლარი. უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტი ნიშნავს, რომ ყოველთვიური შენატანი შეიძლება საკმაოდ გაგეზარდოთ კურსის ცვლილების და ლარის გაუფასურების გამო. სწორედ ამიტომ, კრედიტის აღება უკეთესია ეროვნულ ვალუტაში, თან ზუსტი რაოდენობით, რაც გჭირდებათ, რათა საკრედიტო გადასახადმა არ შეადგინოს თქვენი შემოსავლის 20-30%-ზე მეტი.4. უვადო ინვესტიცია – წარმოუდგენელია გონივრულად ინვესტირება, თუ არ იცით რა კონკრეტული მიზნის გამო აკეთებთ ამას. ამასთან, „ფულის გამომუშავება“ – არ არის მიზანი. მიზანს უნდა ჰქონდეს ვადები, ღირებულება და პრიორიტეტი. მისი განსაზღვრით შეიძლება მოხდეს თქვენთვის შესაფერისი საინვესტიციო ინსტრუმენტების სწორად შერჩევა. თუ თქვენ აკეთებთ ინვესტიციას და მიზნად გაქვთ 1-3 წლის შემდეგ დაგროვილი თანხა მიიღოთ, მაშინ სჯობს არჩევანი გააკეთოთ საბაკო დეპოზიტებზე ან საიმედო ობლიგაციებში.

გარისკეთ გონივრულად – თუ თქვენი რომელიმე ნაცნობი ინვესტიციას დებს აქციებში და იქედან მოგებას იღებს 20%-ს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც აუცილებლად იმ აქციებში უნდა დააბანდოთ. მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ რისკისადმი თქვემი მიდრეკილება, რადგან ინვესტიცია ხშირად მოგების მიღების ნაცვლად ჩადებული ფულის დაკარგვას ნიშნავს და ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუ არ ხართ ამისთვის მზად და მაინც გინდათ დაბანდების გაკეთბა, მაშინ ნუ გარისკავთ დიდი თანხით, მცირედით დაიწყეთ, შეხედეთ სიტუაცია როგორ განვითარდება, რამდენად სტაბილურად მიიღებთ შემოსავალს და ამის შემდეგ შეგიძლიათ საინვესტიციო კაპიტალი გაზარდოთ.

ფინანსური გეგმა – საჭიროა გქონდეთ გარკვეული, დეტალურად გაწერილი და ჩამოყალიბებული ფინანსური გეგმა, რომელშიც შევა არამარტო რაიმე კონკრეტული ერთი საკითხი, არამედ მთელი რიგი საკითხებისა, რაც საჭიროა ნორმალური ცხოვრების მოსაწყობად, მაგალითად ავტომობილის, ბინის შესაძენად, სწავლის საფასურის დასაფარად და სხვა. თუ არ არსებობს ფინანსური გეგმა, შუძლებელია გააკონტროლოთ შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი. ფული მუდმივად არასაკმარისი გექნებათ, რამდენიც არ უნდა იშოვოთ.

დატოვე კომენტარი