რით განსხვავდება კრედიტი ოვერდრაფტისგან

image

რით განსხვავდება კრედიტი ოვერდრაფტისგან



ფაქტიურად ორივე საბანკო პროდუქტი კრედიტს წარმოადგენს, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება, რომელთა ცოდნა ნამდვილად არ გაწყენთ:
განსხვავება № 1: პლუს-მინუს თუ დიდი მინუსი

ოვერდრაფტის დაშვების მქონე ბარათი წარმოადგენს შუალედურ პროდუქტს სადებეტო და საკრედიტო ბარათებს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ ფინანსები აღარ გყოფნით და დამატებით თანხა გესაჭიროებათ, ბანკი კლიენტს სთავაზობს წინასწარ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში დამატებითი თანხის გამოყოფას.

კლიენტი ოვერდრაფტიან ბარათს იყენებს სადებეტოდ მანამ, სანამ ფული აქვს, ხოლო როგორც საკრედიტოს, როცა ფული გაუთავდება და დამატებით ლიმიტზე გადავა.

საკრედიტო ბარათით გადახდის დროს თქვენ ზრდით საკუთარ დავალიანებას ბანკის წინაშე, რადგან ამ საბანკო ოპერაციისას დარიცხული პროცენტი უფრო მაღალია, რომელიც გახარჯული თანხის ოდენობიდან იანგარიშება და ბარათის ლიმიტს ერიცხება მინიმალური შენატანის გაკეთების დროს.

გარდა ამისა, ბარათის დასაფარი თანხის გადათვლისას, რომელიც დავალიანებას აჭარბებს, ის არ ზრდის საკრედიტო ლიმიტს. გადაჭარბებული თანხის გათვალისწინება ხდება სპეციალურ ანგარიშზე და მისი გამოყენება შესაძლოა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ახალი დავალიანება გაჩნდება. თან ეს მომენტალურად კი არ ხდება, 2-3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ან თვეში ერთხელ, მკაცრად დადგენილ თარიღში. ამიტომ, ბანკთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, კრედიტის სარეზერვო თანხიდან დაფარვას ხშირ შემთხვევაში უბრალოდ აზრი არ აქვს.

 

განსხვავება № 2: ბონუსი ოპერატიულობისთვის

ოვერდრაფტზე ბანკი არიცხავს პროცენტებს დავალიანების გაჩენიდან პირველივე დღეს, რომელიც ანგარიშდება ვალის სრული თანხიდან. ბარათების უმეტესობისთვის განსაზღვრულია დაკრედიტების ლგოტური პერიოდი.

ეს არის ვადა, რომლის განმავლობაში ბანკი არ არიცხავს პროცენტს გამოყენებულ თანხას იმ პირობით, რომ ვალი დაბრუნებული იქნება დათქმულ დროს. ლგოტური პერიოდის ვადა შეადგენს 20-დან 60 დღემდე.

 
განსხვავება № 3: კრედიტის ფასი

ოვერდრაფტიან ბარათებზე - საპროცენტო განაკვეთი დაბალია, ვიდრე საკრედიტო ბარათებზე, რომლებსაც დაკრედიტების ლგოტური პერიოდი აქვთ. ბარათზე არსებულ ფულად სახსრებს ერიცხება პროცენტები, რასაც მიცრე, მაგრამ მაინც შემოსავალი მოაქვს.

სალაროდან ან ბანკის კუთვნილი ბანკომატებიდან თანხის გატანა უფასოა.

საკრედიტო ბარათებზე - საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 26-30%-ს, რაც ოვერდრაფტიან ბარათზე გაცილებით მაღალია. სახსრების განახლება ყოველთვის ფასიანია და მინიმუმ 1,5%-ს შეადგენს.

შემთხვევების 70 %-ში საკრედიტო ბარათების მფლობელები ვერ ეტევიან ლგოტურ პერიოდში და უწევთ პროცენტის გადახდა სრულ საკრედიტო თანხაზე.



განსხვავება № 4: დაფარვის მეთოდი

ოვერდრაფტის ერთიანად დაფარვა შესაძლებელია, ან შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე გადანაწილება და მხოლოდ პროცენტის დაფარვა. ასეთი ბარათები სახელფასო პროექტების ფარგლებში გაიცემა, ამიტომ ბანკებისთვის ნაკლებად სარისკოა.

საკრედიტო ბარათებზე ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია აუცილებელი ყოველთვური მინიმალური შენატანი და პროცენტის გადახდა. რამდენადაც ბანკსა და კლიენტს ამ შემთხვევაში არაფერი აკავშირებს კრედიტის გარდა, ყოველთვიური შენატანის დაწესება ბანკისთვის გადამხდელის კეთილსინდისიერების გარანტია ხდება.
განსხვავება № 5: საკრედიტო ლიმიტის სიდიდე

საკრედიტო ლიმიტის დაწესების შემდეგ, ბანკები იყენებენ სხვადასხვა მიდგომას, თუმცა გარკვეული კანონზომიერების დაწესება აქაც შეიძლება.

ოვერდრაფტიან ბარათებზე ლიმიტის სიდიდე განისაზღვრება კლიენტის ანგარიშზე ყოველთვიურად დარიცხული საშუალო შემოსავლიდან, რომელსაც საბანკო ბარათი მართავს.

საკრედიტო ბარათი ლიმიტი წესდება მსესხებლის კრედიტუნარიანობის გადამოწმების შედეგად (უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა: სახელფასო ცნობა, სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში დავალიანებების არარსებობის ცნობა და ა.შ.) და შეიძლება გაცილებით აჭარბებდეს ოვერდრაფტიანი ბარათის ლიმიტს.

დატოვე კომენტარი