ცნობილები ბანკებში : გიორგი მიქანაძე

image

დაახლოებით 12 წელია TBC ბანკის მომსახურებით ვსარგებლობ. როგორც ფიზიკური პირი, ისე - იურიდიული. ნამდვილად ვარ კმაყოფილი მომსახურებით. რა თქმა უნდა ამ პერიოდის განმავლობაში იყო პრეტენზიები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა არ მახსოვს შემთხვევა, რომ ბანკი ჩემს თხოვნაზე, შეცდომაზე, გამონაკლისზე არ წამოსულიყო დათმობაზე. სწორედ ამიტომ, ვგრძნობ რომ ეს ბანკი როგორც ცოცხალი ორგანიზმი ისე შემოდის კომუნიკაციაში და ვფიქრობ მართლა არიან ორიენტირებული ყველა თვალსაზრისით ბოლომდე ჰყავდეთ კმაყოფილი მომხმარებელი. ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ მსხვილი შემოსავლების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მომხმარებლად. ასევე ვუსურვებ გაფართოებას გლობალური მასშტაბით, - სამხრეთ კავკასიის ბაზარი, აზიის ახალი ეკონომიკის ქვეყნები და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად რატომაც ვაფასებ ამ ბანკს არის ის, რომ მენეჯმენტი ამაყობს იმით, რომ არის სრულად ქართული კაპიტალიზაციის ბანკი, - მთლიანად ქართული ბიზნესი. წარმატებას ვუსურვებ TBC ბანკის მენეჯმენტს.

დატოვე კომენტარი