რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ?

image

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ?


იპოთეკური სესხის გაფორმებისას მსესხებელი ვერაფრით გაექცევა საკრედიტო-იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას. ამასთან, საჭიროა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე ხელშეკრულების ყველა პუნქტის წაკითხვა, კარგად გააზრება და გადაწყვეტილების ისე მიღება, რადგან ხელშეკრულების რომელიმე პირობის არცოდნა იწვევს შედეგად იმას, რომ ბანკი საბოლოოდ გამოდის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედი მხარე, ხოლო თქვენ გარდა იმისა, რომ დაზარალებული ხართ, ვერც ვერსად ამტკიცებთ, რომ დამნაშავე არ ხართ, ვთქვათ იგივე საკრედიტო ვალდებულებების შესრულებაში და/ან შეუსრულებლობაში.

გამომდინარე იქედან, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს, რაც ვალს შეეხება - ანუ უძრავ ქონებას. მის პირველ ნაწილში აღწერილია უძრავი ქონების ის ფართი, რომლის ფულადი თანხის სანაცვლოდ ჩადებაზე ბანკი აცხადებს თანხმობას. ამ პუნქტით მითითებულია რას წარმოადგენს ობიექტი - ბინაა თუ საკუთარი სახლი, რა მისამართზეა. თუ ეს ბინაა, უთითებენ სართულს და გეგმარებას. თუ საკუთარი სახლია - დამატებით უთითებენ მიწის ნაკვეთის აღწერას.
გარდა ამისა, იპოთეკის ხელშეკრულებით უნდა მოხდეს მიმართვა სესხის ხელშეკრულებაზე, სადაც უთითებენ სესხის თანხას, საკრედიტო ორგანიზაციის მონაცემებს, ასევე ვადებს, თუ როდის უნდა მოხდეს სესხის დაბრუნება. ეს თარიღი ასევე ითვლება იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების დასრულების თარიღად.
შეფასება და დაზღვევა

სანამ იპოთეკურ სესხს გასცემს, ბანკი ყოველთვის აყენებს უძრავი ქონების შეფასების საკითხს, რათა მოხდეს მისი ლიკვიდურობის განსაზღვრა. შემფასებლებისგან მიღებული ინფორმაცია იდება იპოთეკის ხელშეკრულებაში. თუ იპოთეკა გაიცემა მშენებარე ბინაზე, მაშინ შემფასებლები ყურადღებას აქცევენ იმ მასალებსაც, რომლებიც გამოიყენება მშენებლობის პროცესში.
იპოთეკის ხელშეკრულება - ვის რა უფლებები აქვს?

იპოთეკის ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პუნქტებია მხარეების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განკუთვნილი პუნქტები. სწორედ მათი არცოდნა იწვევეს მსესხებლებსა და ბანკს შორის კონფლიქტს. სხვათა შორის საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ვალდებულებები ამ ხელშეკრულებაში არც ისე დიდია. პირველ რიგში, ისინი ვალდებულები არიან გადამხდელს მისცენ სესხის დაფარვის დამადასტურებელი ცნობა მაშინვე, როცა მოხდება კრედიტის სრულად გადახდა.
მსესხებლის ძირითადი უფლება – ეს არის უძრავი ქონების გამოყენების უფლება, ანუ საცხოვრებლად სარგებლობა. სამაგიეროდ მსესხებელი გარანტიას იძლევა, რომ არ გაყიდის საცხოვრებელ ფართს ბანკთან შეთანხმების გარეშე, არ გააჩუქებს და არ დააგირავებს ან გააქირავებს. გარდა ამისა, მსესხებელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს უძრავი ქონების მდგომარეობას, გაარემონტოს, გადაიხადოს დაზღვევა და კომუნალური გადასახადები. რიგ შემთხვევებში ბანკი ითხოვს ყოველი წლის ბოლოს კომუნალური გადასახადების დამადასტურებლად ქვითრების წარდგენას. რომელიმე მოთხოვნის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება აბანკის მხრიდან ან სესხის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნა.

დატოვე კომენტარი