ენები, რომლებიც კარიერული ზრდის საშუალებას მოგცემთ

image

საერთაშორისო ბიზნესის ხასიათის ცვლილებიდან გამომდინარე ხდება ცვლილებები ენებშიც, რომლებიც გამოიყენება ურთიერთობისთვის. ეკონომიკის სექტორების გადანაწილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ყველაზე პოპულარულ ენებზეც კი, რომლებიც გამოიყენებოდა საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობისთვის და ამან თავის მხრივ გავლენა იქონია ამა თუ იმ უცხო ენის შესწავლაზე არამარტო სკოლაში, არამედ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ენების შემსწავლელ კურსებზეც. მართალია რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა დონეზე იმოქმედებს უცხო ენის შესწავლა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ერთი უდავოა, რომ ენის ცოდნა ნამდვილად აგიწევთ ფასს შრომის ბაზარზე.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ უცხო ენების ჩამონათვალს, რომლებიც კარიერული ზრდის საშუალებას მოგცემენ:

-ესპანური

-ფრანგული

-ჩინური მანდარინი

-არაბული

-ყრუ-მუნჯების ენა

-პოლონური

-გერმანული

-პორტუგალიური

დასკვნები:

ნებისმიერი უცხო ენის შესწავლა დამატებითი უნარი იქნება თქვენთვის შრომის ბაზარზე, რომლის დახმარებით უფრო დაგიმახსოვრებენ მენეჯერები და რეკრუიტერები. უცხო ენის შერჩევის დროს, კარგად გათვალეთ რისი მიღება გინდათ ამ ენის შესწავლით: ეს უნდა დაგეხმაროთ საერთაშორისო ბიზნესში სამსახურის შოვნაში? უცხოეთში მუშაობის დაწყებაში? თარჯიმნობა გსურთ თუ უბრალოდ თქვენს ქვეყანაში აუცილებლობაა უცხო ენის ცოდნა?

გაეცით ამ შეკითხვებს პასუხი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, რის შემდეგაც მიიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულად რომელი უცხო ენის შესწავლას აპირებთ.

დატოვე კომენტარი