ერთობლივი პროექტისთვის პარტნიორის შერჩევის 7 წესი

image

ერთობლივი პროექტისთვის პარტნიორის შერჩევის 7 წესი

პარტნიორის შერჩევა პროექტის ერთობლივი განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესი პროცესია. არჩევანის პროცესში გასათვალისწინებელია ის ძირითადი თვისებები და პრინციპები, რაც მას უნდა გააჩნდეს. თვისებებს რაც შეეხება, მას უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, სანდოობა, შეუპოვრობა. ბიზნეს-პარტნიორის შერჩევის პრინციპები შეიძლება იყოს შემდეგი:

სანდოობა
ეს უდნა შემოწმდეს - ადამიანი ან პირადად უნდა შემოწმდეს, ან ვინმესგან რეკომენდაცია უნდა ჰქონდეს, ვისაც ენდობით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე დადგეთ. თუმცა ზოგჯერ გამოცდილი და რეკომენდაციის მქონე ადამიანებიც კი ცუდად იქცევიან. ამიტომ ყველაფერი კარგად გააზრებული და გადამოწმებული უნდა იყოს.

კეთილსინდისიერება
დნობის გამოცხადებისთვის, თქვენ და თქვენი პარტნიორი კეთილსინდისიერებაზე უნდა იყოთ მომართული და ერთმანეთთან გახსნილი ურთიერთობა გქონდეთ.

ურთიერთშევსება
თქვენ შეგიძლიათ ერთი რამ, პარტნიორს სხვა რამ, რაც საბოლოოდ ერთმანეთს ავსებს და მეტ ხარისხს იძლევა საქმის კეთებისას. თქვენ ცნობადი ხართ, მას დამატებით სხვა კავშირები აქვს. თქვენ იდეა გაქვთ - მას ფული და ა.შ.

ურთიერთგანსაზღვრა
სფეროებისა და კონტროლის გადანაწილება, განსაზღვრა, პასუხისმგებლობის გადანაწილება - ეს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამას თავიდანვე მოაგვარებთ, არასოდეს არ ჩავარდებით ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანები ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას და სხვაგან ეძებენ დამნაშავეებს.

თავსებადობა
თავსებადობის პრინციპი საჭიროა ფასეულობების, მიზნების, ინტერესების მხრივ.

სიმპატია
სიმპატიის პრინციპი - პარტნიორთან ურთიერთობა თქვენთვის უნდა იყოს კომფორტული და სასიამოვნო.

აქტიურობა, დრაივი
თქვენ უნდა ახდენდეთ ერთმანეთის სტიმულირებას მუშაობის პროცესში.

 

დატოვე კომენტარი