ინტერნეტ-ბანკინგის უსაფრთხოება 

image

ინტერნეტ-ბანკინგი თანამედროვე ცხოვრებაში წარმოადგენს რეგულარული გადარიცხვების, სხვადასხვა ტიპის ანგარიშსწორების განხორციელების და ფინანსური ანგარიშის მართვის ყველაზე გავრცელებულ საშუალებას. თითქმის ყველა ბანკს უკვე აქვს ინტერნეტ-ბანკინგის საკუთარი სერვისი, თუმცა სათანადო ყურადღებას ცოტა მათგანი თუ უთმობს უსაფრთხოების პირობებს. დამნაშავეთა სამყარო თვალყურს ადევნებს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და პერიოდულად პოულობენ საშუალებებს, რომ პირად საბანკო მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ.

ბანკების უმრავლესობაში კლიენტთა იდენტიფიკაციისთვის ძველებურად იყენებენ საიდუმლო შეკითხვებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე პირობებში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ადამიანზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება. მაგალითად სოციალური ქსელის დახმარებით. მაშინაც კი, როცა კლიენტს თავად აქვს საიდუმლო შეკითხვის შედგენის საშუალება, ეს კრიმინალებს, რომელბიც აქტიურად იყენებენ სოციალურ ინჟინერიას ხელს ვერ უშლის.

ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია პაროლის ავტომატურად შერჩევა, მინიმუმ 8 სიმბლოთი. უსაფრთხოების გაზრდისთვის ზოგიერთი სისტემა კვირაში ერთხელ მოითხოვს პაროლის შეცვლას მომხმარებლისგან, ხოლო სამჯერ არასწორად მითითების შემთხვევაში სისტემა ავტომატურად იბლოკება.

ყველაზე კარგი დაცვის მეთოდი თქვენი ანგარიშებისთვის არის ორფაქტორიანი აუთენთიფიკაცია. სქემა შემუშავებული იქნა 2005 წელს აშშ-ში. დასავლური ბანკების გამოცდილების და გამოხმაურებების შესწავლის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბანკები სწორედ ამ სისტემას იყენებენ მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ორფაქტორიანი აუთენთიფიკაცია გარდა პაროლისა და მომხმარებლის სახელისა, მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ გასაღებს. გარეგნულად ის USB მეხსიერების ბარათს ჰგავს. გასაღები კლიენტს გადაეცემა ინტერნეტ-ბანკინგში დარეგისტრირებისთანავე და შეიცავს ავტომატურად შექმნილ კოდს, რომელიც ყოველ ჯერზე იცვლება, როცა მომხმარებელი შედის პირად გვერდზე.

დატოვე კომენტარი