როგორ გამოვიცნოთ უხარისხო საწვავი?

image

1. ყველაზე მარტივი მეთოდი: ქაღალდის სუფთა ფურცელი მსუბუქად დაასველეთ ბენზინით. დაელოდეთ სითხის გაშრობას. თუ ქაღალდი ისევ სუფთაა, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ საწვავი. თუ ფურცელზე ცხიმიანი ლაქები დარჩება - ბენზინში მინარევებია და მისი გამოყენება არ ღირს.
2. შემდეგი ნაბიჯი არის საწვავის ფისოვან მინარევებზე შემოწმება. ამისათვის ბენზინი დააწვეთეთ შუშაზე, შემდეგ მოუკიდეთ ცეცხლი. შუშაზე გაჩენილი თეთრი ლაქა მიუთითებს იმაზე, რომ საწვავში ფისოვანი ნივთიერებები არ არის, ან ძალიან მცირე რაოდენობითაა. თუ ლაქები ყვითელი ან ყავისფერი იქნება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საწვავში ეს ნივთიერებები აჭარბებს დასაშვებ კონცენტრაციას. ასეთივე მეთოდით შეიძლება სხვა მინარევების გამოვლინება. მაგალითად, თუ შუშაზე დარჩება წვეთბი, ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავში დიზელის ზეთების შემცველობაა.
3. აიღეთ გამჭვირვალე ჭურჭელი, ჩაასხით ბენზინი და შუქზე გაიხედეთ მასში. სითხეს უნდა ჰქონდეს მოყვითალო ფერი. თუ სითხე მოვარდისფროა ე.ი. მასში წყალია გარეული. სასურველია არ გამოიყენოთ ისეთ ჭურჭელი, რომელშიც საკვები პროდუქტების შემოწმებისთვის რაიმე ექსპერიმენტი ჩაატარეთ.
4. შეგიძლიათ ბენზინი დაიწვეთოთ კანზე და თითით წაისვათ. თუ კანის ის ნაწილი, სადაც ბენზინი დაიწვეთეთ მალე გაშრება, ბენზინს შეგიძლიათ ენდოთ. თუ კანი ცხიმიანი იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ბენზინი სუფთა არ არის.
5. მკვეთრი ყნოსვის მქონე ადამიანებს შეუძლიათ სუნით მიხვდნენ ბენზინი რამდენად სუფთაა. გოგირდის სუნის სიჭარბის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ბენზინში გოგირდწყალბადის არსებობა. შეიძლება მასში იყოს ნაფტალინიც. თუ ამ სუნს გრძნობთ, უდავოა, რომ მავნე მინარევები ბენზინში არის და მისი ყიდვა და გამოყენება არ ღირს.
ბენზინის გამოკვლევასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარებისას სიფთხილე გამოიჩინეთ. ის არ უნდა მოხვდეს თქვენს ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზე!

დატოვე კომენტარი