იცით რატომ უნდა გადაყაროთ ძველმანები?

image

1. არსებობს ასეთი კანონზომიერება – იმისათვის, რომ ახალი მოვიდეს, საჭიროა გათავისუფლდეთ ძველისგან.
2. ჩინეთში არის ასეთი გამონათქვამი: «არ წავა ძველი, არ მოვა ახალი».
3. ფენ-შუის მიხედვით ძველმანები ხელს უშლიან “ცი”-ს ცხოველი ენერგიის მოძრაობას და ყოველგვარ ცვლილებებსა და ახალ ნივთებზე საუბარი ზედმეტია.
4. კიდევ ერთი მტკიცებულება: როცა ჩვენ ძველმანს ვიცმევთ, დიდი ხნის გამოუყენებელ სუნამოს ვიპკურებთ, ან ადრინდელ მუსიკას ვუსმენთ - ყველაფერი ეს ფაქტიურად წარსულში გვაბრუნებს. ძველ ნივთებს წარსულის მოგონებები უკავშირდება და მათთან შეხებაც აცოცხლებს წარსულს.
5. ძველმანებზე ჩაციკვლით და იმაზე ფიქრით, რომ იქნებ ფული არ გვქონდეს ახლის საყიდლად, ან იმის გაფიქრება, რომ მსგავსი რამ აღარ გექნებათ, ფაქტიურად ახდენთ რეზონირებას ღარიბების მენტალიტეტთან და შედეგად ვიღებთ კიდეც სიღარიბეს. თუ ჩვენ მშვიდად გადავყრით ძველმანებს და ვიფიქრებთ, რომ უკეთესს ვიყიდით, ან ცხოვრება მოგვცემს უფრო კარგს - ამით ვახდენთ რეზონირებას მდიდრების მენტალობასთან და შედეგად ვიღებთ სიმდიდრეს.

დატოვე კომენტარი