სკოლიდან წამოსული ახალგაზრდა, რომელმაც ბიტკოინში 12 დოლარი ჩადო, ახლა მილიონერია 18 წლის ასაკში

image

სკოლიდან წამოსული ახალგაზრდა, რომელმაც ბიტკოინში 12 დოლარი ჩადო, ახლა მილიონერია 18 წლის ასაკში. 

ერიკ ფინმანმა ბიტკოინში ინვესტირება 2011 წელს დაიწყო, როდესაც ტოკენი მხოლოდ 12 დოლარი ღირდა.

კომპანიების გაყიდვებისა და სხვა ინვესტიციების წყალობით, ის ამჟამად 403 ბიტკოინს ფლობს, რაც 2 მილიონ დოლარზე მეტია.

ერიკ ფინმანმა მშობლებთან სანაძლეო დადო, რომ თუ 18 წლის ასაკში ის იქნებოდა მილიონერი, ისინი არ აიძულებდნენ მას კოლეჯში სწავლას. მისი ბიტკოინში გონივრული ინვესტირებისა და ამჟამინდელი მაღალი ფასის წყალობით, მას არ მოუწევს ხარისხის მიღება.

„შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მე ეს გავაკეთე, და მე არ მივდივარ კოლეჯში“, თქვა ფინმანმა.

ამჟამად ის ფლობს 403 ბიტკოინს, რაც, ამჟამინდელი კურსით 6141.34 დოლარი ერთი მონეტისთვის, 2,47 მილიონი დოლარის ტოლია. მას ასევე აქვს მცირე ინვესტიციები სხვა კრიპტოვალუტებში, ლაიტკოინისა და ეთერიუმის ჩათვლით.

ბიტკოინი ძალიან ცვალებადია და მისი ღირებულება შეიძლება მოულოდნელად დაეცეს. CNBC-ის ტექნიკურმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ, მისი აზრით, ბიტკოინი გააგრძელეებს ზრდას 6500 დოლარამდე, რის შემდეგ მისი ღირებულება შემცირდება. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ათ წელიწადში მისი ფასი შეიძლება 100 000 დოლარიც კი გახდეს.

ფინმანი ფიქრობს, რომ მისი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. „პირადად მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინის ფასი იქნება 200 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე ერთი მონეტისთვის“, - თქვა მან.

ბიტკოინი და ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელსაც ის ეფუძნება, ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამორიცხონ შუამავალი, განმარტა ფინმანმა. მაგალითად, ბლოკჩეინის პლატფორმა ღია საწყისი კოდით ადამიანებს საშუალებას მისცემს, მართონ მომსახურებას თავისი ტელეფონების საშუალებით ერთრანგიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, ცენტრალური კვანძის გარეშე. მან დაამატა, რომ ეს მძღოლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მეტი ფული, ზედნადები ხარჯების შემცირებით. მას ასევე შეუძლია ინტერნეტის ახალი ევოლუციის შექმნა, რომელიც არ იქნება სერვერებზე დამოკიდებული.

პირველად მან 1000 დოლარი 100 000 დოლარად აქცია

ფინმანმა ინვესტირება დაიწყო 2011 წლის მაისში, 12 წლის ასაკში, ბებიის ნაჩუქარი 1000 დოლარისა და ძმის, სკოტის მინიშნების წყალობით.

თუმცა ის ახლოსაა თავის ოჯახთან, რომელსაც ის უწოდებს „ელონ მასკის კარდაშიანების ვერსიას“, ცხოვრება „პატარა ქალაქში“ აიდახოში კერ-დ’ალენეს ფარგლებს გარეთ, არ იყო მარტივი. ფინმანს განსაკუთრებით არ მოსწონდა მისი საშუალო სკოლის მასწავლებლები და, 15 წლის ასაკში, მან თავის მშობლებს სთხოვა, სკოლის მიტოვების ნება დაერთოთ.

„უმაღლესი სკოლა იყო ძალიან დაბალი ხარისხის“, თქვა მან. „მე მყავდა ყველანაირად ცუდი მასწავლებლები. ერთმა  მასწავლებელმა მითხრა, რომ სწავლისთვის თავი დამენებებინა და მაკდონალდსში მუშაობა დამეწყო, იმიტომ რომ ეს იყო ყველაფერი, რაზე შემეძლო ჩემი დარჩენილი ცხოვრების დახარჯვა. მგონი, მე შევასრულე სკოლის მიტოვების ნაწილი“.

საოცარია, მაგრამ მისი მშობლები, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ სადოქტორო ხარისხის მიღებისას სტენფორდში, დათანხმდნენ. ფინმანმა გაყიდა თავისი პირველი ბიტკოინ-ინვესტიციები 2013 წლის ბოლოს, როდესაც ერთი ბიტკოინის ფასი 1200 დოლარი იყო.

2014 წელს 100 000 დოლარით ფინმანმა დაიწყო ონლაინ-საგანმანათლებლო კომპანია Botangle, რომელიც საშუალებას მისცემდა ისეთივე გულდაწყვეტილ მოსწავლეებს, ეპოვათ მასწავლებლები ვიდეოჩათის საშუალებით. მან ასევე გამოიყენა სახსრები სილიკონის ველზე გადასასვლელად, გააკეთა რამდენიმე სახალისო რამ, მაგალითად, შეხვდა Reddit-ის თანადამფუძნებელს ალექსის ოჰანიანს, და იმოგზაურა.

„მე ძალიან მომეწონა კოლუმბია“, თქვა მან. „ეს სახალისო იყო, მაგრამ ცოტა ზედაპირული. მოხდა საინტერესო შემთხვევაც. მე იარაღის ქვეშ ვიყავი, რაც საკმაოდ საშიშია, მაგრამ მე მაქვს ავარიული სიგნალიზაციის ღილაკი, რომელიც მე დავაყენე ჩემს ანდროიდზე, რომელიც ავტომატურად რეკავს ადგილობრივ საგანგებო დახმარების ნომერზე, რთავს სპიკერს, მაგრამ თიშავს ხმას“.

„შეიძლება, მე ამის აპლიკაციას გამოვუშვებ“, დაამატა მან. „ეს მოსახერხებელია“.

ფინმანმა აღიარა, რამდენად რთული იყო იმის გაკეთება, რომ ხალხმა მიიღოს 15 წლის ტექნიკური მეწარმე სერიოზულად. ფინმანი იხსენებს, თუ როგორ მიიწვიეს ის ინტერვიუზე „ნამდვილად მნიშვნელოვან“ დაუსახელებელ Uber-ის აღმასრულებელთან, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მოესმინა Botangle-ის შესახებ, ეუბნებოდა, რომ ის არასოდეს მოიგებდა სანაძლეოს მშობლებთან.

ბოლოს, 2015 წლის იანვარში მან იპოვა მყიდველი Botangle ტექნოლოგიისთვის. ინვესტორმა შესთავაზა ან 100 000 დოლარი, ან 300 ბიტკოინი, რომლის ფასი იმ დროს დაეცა 200 დოლარამდე. ფინმანმა მიიღო უფრო დაბალი ღირებულების ბიტკოინი, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს იყო „მომავალი დიდი საქმე“.

„მშობლებმა მკითხეს, თუ რატომ არ ავიღე მეტი ფული“, ახსნა ფინმანმა, „მაგრამ მე ამაზე ვფიქრობდი, როგორც ინვესტიციაზე“.

მას შემდეგ ფინმანი მართავს თავის ოჯახს და საკუთარი ბიტკოინის ინვესტიციებს. ის ასევე დაკავებულია სხვა პროექტებით, მათ შორის, მუშაობს NASA-სთან რაკეტის გაშვებაზე ElaNa პროექტის საშუალებით. ერთი რამ, რასაც ის არასოდეს გააკეთებს, სკოლაში დაბრუნებაა.

„მე არასოდეს ამიღია ჩემი GED (ტესტი სასკოლო ცოდნის შემოწმებისთვის განათლების სახლში მიღების შემთხვევაში), მე ვერ ვხედავ მის ღირებულებას“, თქვა ფინმანმა. „მისი მიზანია განათლების სხვა დონის მიღება და სამსახურის დაწყება. მე მომიწია ბიზნესის საშუალებით სწავლა. ინგლისური ენის გაკვეთილისთვის ესეს დაწერის ნაცვლად, მე მიწევდა საქმიანი წერილების წერა მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.

თუმცა ოჯახის დანარჩენ წევრებს აქვთ ხარისხები - მისმა ძმამ სკოტმა 16 წლის ასაკში ჩააბარა ჯონს ჰოპკინსში და ახლა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია, მეორე ძმამ როსმა კი 16 წლის ასაკში ჩააბარა კარნეგი-მელონში რობოტოტექნიკის განხრით და ამჟამად იღებს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში - ის ბედნიერია, რომ გაიგო რეალური სამყაროს შესახებ საკუთარი გამოცდილებიდან.

დატოვე კომენტარი