ბითქოინის მოპოვება - Bitcoin Mining

image

რა არის „ბიტკოინის მაინინგი“?

ბიტკოინის მაინინგი არის პროცესი, რომლის საშუალებით ხდება ტრანზაქციების დადასტურება და დამატება საჯარო რეგისტრში, რომელიც ცნობილია ბლოკების ჯაჭვის – ბლოკჩეინის სახელით, ასევე საშუალებები, რომელთა დახმარებით ხდება ახალი ბიტკოინების გამოშვება. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისი აღჭურვილობა, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მაინინგში. მაინინგის პროცესი მოიცავს უკანასკნელი ტრანზაქციების ბლოკებში კომპილაციას და რთული ამოცანის ამოხსნის მცდელობას. მონაწილე, რომელიც პირველი ხსნის ამოცანას, იღებს შემდეგ ბლოკს ჯაჭვში და იმსახურებს ჯილდოს. ჯილდო, რომლის მიზანია მაინინგის წახალისება, წარმოადგენს როგორც ბლოკებად შეკრულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ გადასახადებს, ასევე ახალ ბიტკოინებსაც.

„ბიტკოინის მაინინგის“ განმარტება

ახალი ბიტკოინების რაოდენობას, რომელიც ჩნდება ყოველი აწყობილი ბლოკის შემდეგ, ეწოდება ბლოკის ჯილდო. ბლოკის ჯილდო ორჯერ მცირდება ყოველი 210 000 ბლოკის შემდეგ, ან, უხეშად რომ ვთქვათ, ოთხ წელიწადში ერთხელ. ბლოკის ჯილდო დაიწყო 50 ბიტკოინით 2009 წელს, გახდა 25 2014 წელს და გააგრძელებს შემცირებას. ეს ჯილდო გამოიწვევს ბიტკოინების სრულ გამოშვებას, რომელთა რაოდენობა უახლოვდება 21 მილიონს.

რამდენად რთულია მაინინგის ამოცანები? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ძალისხმევა იხარჯება ქსელში მაინინგზე. შესაძლებელია მაინინგის სირთულის კორექტირება შესაძლებელია პროტოკოლით, ყოველი 2016 ბლოკის შემდეგ ან ორ კვირაში ერთხელ. სირთულის რეგულირება ხდება ბლოკის აღმოჩენის მუდმივი სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით. ამრიგად, თუ მაინინგში გამოიყენება მეტი გამოთვლითი სიმძლავრე, მაშინ სირთულე იმატებს, რომ გახადოს მოპოვება უფრო რთული. და პირიქით, თუ გამოთვლითი სიმძლავრე აკლდება ქსელს, სირთულე კლებულობს და მაინინგი უფრო ადვილი ხდება.

ბიტკოინის არსებობის პირველ დღეებში მაინინგი ხორციელდებოდა ჩვეულებრივი სამაგიდო კომპიუტერების ცენტრალური პროცესორების საშუალებით. გრაფიკული ბარათები ან გრაფიკული პროცესორები უფრო ეფექტურია მაინინგის პროცესში, ვიდრე ცენტრალური პროცესორები, და ბიტკოინის პოპულარობის მატებასთან ერთად გრაფიკულმა პროცესორებმა წამყვანი პოზიცია დაიკავეს. საბოლოო ჯამში სააპარატო აღჭურვილობა, ცნობილი სახელით ASIC, რომელიც წარმოადგენს სპეციალიზირებულ ინტეგრალურ სქემას, სპეციალურად შეიქმნა ბიტკოინების მაინინგისთვის. პირველი ვერსიები იყო გამოშვებული 2013 წელს და მას შემდეგ ხდება მათი გაუმჯობესება და ბაზარზე უკეთესი ვერსიების გამოშვება. მაინინგი კონკურენტუნარიანია, და დღეს ის შესაძლებელია მხოლოდ უახლესი ASIC-ის საშუალებით. ცენტრალური ან გრაფიკული პროცესორების, ASIC-ის ძველი ვერსიების გამოყენების დროსაც კი, ენერგიის ხარჯვის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მოგება.

როგორ გამოითვლება ბითქოინი კალკულატორით

მაინინგის მაჩვენებლები გამოითვლება ქსელის ჰეშის სიხშირეზე 7,898,572,058 GH/s და იყენებს გაცვლით კურსს 1 BTC = $ 4209.74. ეს ციფრები ვარირებს მთლიანი ქსელის ჰეშის სიხშირისა და ბიტკოინის აშშ დოლართან კონვერსიის კოეფიციენტის მიხედვით. ბლოკის ჯილდო წარმოადგენს ფიქსირებულ 12.5 BTC, ხოლო ჯილდოს შემდგომი შემცირება მხედველობაში არ მიიღება. ბლოკის საშუალო დრო, რომელიც გამოიყენება გამოთვლაში, არის 600 წამი. ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოიყენება ამ მაჩვენებლების გენერირებისთვის, შეადგენს $ 0.45 კვტ/სთ-სთვის.

 გამოთვალე ხარჯი ბითქოინის მოპოვებისას და გაიგეთ რა მოგება გრჩება. ბითქოინის კალკულატორი

დატოვე კომენტარი