მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

image

მშპ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის პოპულაციაზე გაყოფით გამოითვლება. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) არის ქვეყანაში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. ნომინალურ მეთოდში საბაზრო გაცვლითი კურსი გამოიყენება კონვერტაციისთვის. მნიშვნელოვანი შედარების განხორციელების მიზნით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მუპ) გამოიყენება ეკონომიკისა და მოსახლეობის შემოსავლის შედარების მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში ფასების განსხვავებების კორექტირების გზით.

ეს სია შეიცავს სავარაუდო მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე 190 ქვეყანაში არსებული ფასების მიხედვით 2016-2020 წლების პერიოდში. პროგნოზი ეყრდნობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებს. პაკისტანისა და ეგვიპტის მშპ ნომინალურ მეთოდებში არ არის წარმოდგენილი. ორივე მონაცემი გამოითვლება ინტერპოლაციით.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში 2017 წელს პროგნოზირებულია 10,562 აშშ დოლარის ოდენობით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით კი – 17,156 დოლარით. 190 ეკონომიკის მთლიანი მოსახლეობა 7,383 მილიარდს შეადგენს. მუპ მეთოდით მსოფლიო მოსახლეობის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,62-ჯერ მეტია, ნომინალურთან შედარებით.

ლუქსემბურგსა და ყატარს როგორც ნომინალურად, ასევე მუპ მეთოდის მიხედვით უმდიდრესი ეკონომიკა აქვთ. მალავის და ბურუნდის კი, ნომინალურად და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, უღარიბესი. გაცვლითი კურსის მეთოდის მიხედვით, ლუქსემბურგის უმდიდრესი ეკონომიკა  აღემატება მსოფლიოს საშუალოდ 9,63-ჯერ, მალავის უღარიბესი ეკონომიკა კი მსოფლიოს ეკონომიკაზე 32,75-ჯერ ნაკლებია. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფი ყატარი 7,53-ჯერ მდიდარია და ბოლო ადგილზე მყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 25,06-ჯერ ღარიბი.


                                                                                                             

ნომინალურ მონაცემებში მხოლოდ ლუქსემბურგს ექნებოდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე 100 000 აშშ დოლარზე მეტი. იქნებოდა 11 ქვეყანა, რომელსაც აქვს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 50 000 დოლარზე მეტი, 39 ქვეყანას – $20,000 და 66 ქვეყანას – $10,000. 64 ქვეყნის შემოსავალი ერთ სულ მოახლეზე მსოფლიოს საშუალო შემოსავალზე მეტი იქნებოდა. ათი ქვეყანა ხუთჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა, ვიდრე მთელი მსოფლიო. 31 უღარიბესი ეკონომიკა იქნებოდა ათჯერ უფრო ღარიბი.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მონაცემებით, ყატარსა და ლუქსემბურგს ექნებოდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე 100 000 აშშ დოლარზე მეტი. იქნებოდა 18 ქვეყანა, რომელსაც აქვს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე $50 000 მეტი, 66 ქვეყანას – $20,000 და 109 ქვეყანას – $10,000. 79 ქვეყნის შემოსავალი იქნებოდა ერთ სულ მოახლეზე მსოფლიოს საშუალოზე მეტი. ოთხი ეკონომიკა ხუთჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა, ვიდრე მთელი მსოფლიო. 14  უღარიბესი ქვეყანა იქნებოდა ათჯერ უფრო ღარიბი.

ამ ორი მეთოდის გამოყენებით ეკონომიკის რანჟირების დროს განსხვავებული შედეგები მიიღება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტისა და ნომინალური მეთოდებით შედგენილ რეიტინგებში სხვაობის მიხედვით ლიდერობს აზერბაიჯანი. ნომინალურის მიხედვით ის 112-ე ადლიზეა, მუპ მიხედვით კი – 35 საფეხურით მაღლაა, ანუ 77-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანს მოჰყვება ირანის ისლამური რესპუბლიკა (33), ბრუნეი (26) და საუდის არაბეთი (24). პალაუს ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს რეიტინგში (-37) – 45-ე ადგილიდან 82-მდე, მას მოსდევს მარშალის კუნძულები (-32), მიკრონეზია (-30) და ვანუატუ (-30). ოთხ ეკონომიკას ორივე მეთოდით რანჟირებისას ერთნაირი რანგი აქვს.


                                                                                                                                                                                             

 საქართველოში **2015, 2016 და 2017 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. წინა წლების მაჩვენებლებში გამოყენებულია აღწერამდელი დემოგრაფიული მონაცემები. წინა წლების მოსახლეობის რიცხოვნობა, აღწერის მონაცემების გათვალისწინებით, დაზუსტდება 2017 წელს, რაც გამოიწვევს ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლების დინამიკური მწკრივების დაზუსტებას 2003-2014 წლების მიხედვით.

დატოვე კომენტარი