მსოფლიოს უმსხიველი ტოპ 10 ექსპორტიორი ქვეყანა

image

მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომელიც ექსპორტს აწარმოებს და ეკონომიკურ წარმატებას აღწევს. ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტ ექსპორტს ახორციელებენ, ეკონომიკურად კარგ პოზიციაზე იმყოფებიან. ბევრ ქვეყანას არ აქვს სათანადო რესურსები, მაგრამ ისინი სწორად იყენებენ იმას, რაც გააჩნიათ. ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის ქვეყანამ უნდა გამოიყენოს რესურსი სწორად და ექსპორტის მიზნით უფრო მეტი აწარმოოს. ესაა 2017 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები:


გთავაზობთ ტოპ 5 უმსხვილესი ქვეყნის აღწერას:

საფრანგეთი

საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა. საფრანგეთის ეკონომიკა სიდიდით მეხუთეა მსოფლიოში. საფრანგეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მანქანების, ტრანსპორტის, საჰაერო ხომალდების, პლასტმასის, ქიმიკატების, ფარმაცევტული პრეპარატების, რკინის, ფოლადის, სასმელებისა და ელექტრონიკის ექსპორტს ახორციელებს. საფრანგეთის მთავარი საექსპორტო პარტნიორები არიან გერმანია, იტალია, ესპანეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ნიდერლანდები. საფრანგეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა. აღნიშნული მიზეზით ამ ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მეხუთე ადგილი უკავია.

იაპონია

იაპონია მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა 2017 წლის მონაცემებით. იაპონიას მსოფლიო ეკონომიკაში მესამე პოზიცია ეკუთვნის. იაპონიას გააჩნია საუკეთესო ელექტრონული საწარმოები. იაპონიის ძირითად ექსპორტს წარმოადგენს ნახევარგამტარები, ავტომობილები, რკინა და ფოლადი, ავტონაწილები, პლასტმასის მასალები და ელექტროენერგიის გამომუშავებელი აღჭურვილობა. იაპონიის საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი, შეერთებული შტატები, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სამხრეთ კორეა. აღნიშნულის გამო ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მეოთხე პოზიცია უკავია.

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა. აშშ-ს უდიდესი ეკონომიკა აქვს მსოფლიოში. ქვეყანა არის წარმატებული და აქვს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია, როგორც ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. ამ ქვეყნის ძირითადი ექსპორტი არის კაპიტალი, სამრეწველო საქონელი და მასალები, სამომხმარებლო საქონელი, ავტომობილები და მათი ნაწილები, საკვები, სასმელი, საწვავი, ნავთობპროდუქტები, თვითმფრინავები და მათი კომპონენტები. ამ ქვეყნის საექსპორტო პარტნიორები არიან კანადა, მექსიკა, ჩინეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო. ამის გამო აშშ-ს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მესამე ადგილი უკავია.

გერმანია

გერმანია მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა. გერმანიას მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს. მისი ეკონომიკა უმსხვილესია მთელს ევროპაში. გერმანიაში ხელმისაწვდომია ლიგნიტი და კალიუმის მარილი. გერმანიას არა აქვს ბევრი რესურსი, მაგრამ რაც გააჩნია, სწორად არის გამოყენებული. გერმანიის მთავარ ექსპორტს წარმოადგენს ავტომობილები, დანადგარები, ქიმიკატები, კომპიუტერები, ელექტრონიკა, ელექტრომოწყობილობები, ფარმაცევტიკა, ლითონები, სატრანსპორტო მოწყობილობები, საკვები პროდუქტები, ტექსტილი, რეზინის და პლასტმასის პროდუქცია. ამ ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პარტნიორები არიან შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ჩინეთი, ავსტრია, ბელგია და შვეიცარია. აღნიშნული მიზეზების გამო ამ ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მეორე ადგილი უკავია.

ჩინეთი

ჩინეთი არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში. ჩინეთის ეკონომიკას მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში. ესაა ქვეყანა, რომელიც დიდი რაოდენობით ექსპორტს ახორციელებს. ჩინეთის ძირითად ექსპორტს წარმოადგენს ელექტრომოწყობილობები, მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები, ტანსაცმელი, ტექსტილი, ფოლადი, რკინა, ოპტიკური და სამედიცინო აღჭურვილობა. ჩინეთის ძირითადი საექსპორტო პარტნიორები არიან იაპონია, სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ავსტრალია. ექსპორტის მხრივ, ჩინეთს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ჩინეთის ეკონომიკა თავისი ზომით მეორეა მსოფლიოში. აღნიშნული მიზეზების გამო ეს ქვეყანა მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ათეულში პირველ პოზიციაზეა მოქცეული.

დატოვე კომენტარი