რა არის ბითქოინი? მისი დღევანდელი საბაზრო ღირებულება და რისკები.

image

ბიტკოინი წარმოადგენს ციფრულ ვალუტას, რომელიც შეიქმნა 2009 წელს. ის ეფუძნება იდეებს, რომლებიც გადმოცემულია თეთრ სტატიაში მისტიური სატოში ნაკამოტოს მიერ, რომლის ნამდვილი ვინაობა დღესაც უცნობია. ბიტკოინი სთავაზობს მომხმარებელს ტრანზაქციის უფრო დაბალ გადასახადს, სხვა ტრადიციულ ონლაინ-გადასახადების მექანიზმებთან შედარებით, ასევე მის მართვაზე პასუხისმგებელია დეცენტრალიზებული ორგანო, განსხვავებით სახელმწიფო ვალუტებისგან. დღესდღეობით ბაზრის კაპიტალი ბრუნვაში მყოფი ყველა ბიტკოინისთვის (შემოკლებით BTC ან უფრო იშვიათად XBT) აღემატება 7 მილიარდ აშშ დოლარს.

ბიტკოინი ერთ-ერთი უპირველესი ციფრული ვალუტაა, რომელიც იყენებს ერთრანგიან ტექნოლოგიებს სწრაფი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით. დამოუკიდებელი პირები და კომპანიები, რომლებიც ფლობენ გამოთვლით ძალას და მონაწილეობის ბიტკოინის ქსელში, ასევე ცნობილი „მაინერების“ სახელით, მოტივირებულნი არიან ჯილდოთი (ახალი ბიტკოინის გამოშვებით) და ტრანზაქციების გადახდით ბიტკოინში.

ბიტკოინის მაინინგი არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ბიტკოინი ხვდება ბრუნვაში. ძირითადად, ის გულისხმობს რთული გამოთვლითი ამოცანის ამოხსნას ახალი ბლოკის აღმოჩენის მიზნით, რომელიც ემატება ბლოკჩეინს - ბლოკების ჯაჭვს, მაინერი კი იღებს ჯილდოს რამდენიმე ბიტკოინის სახით. 2009 წელს ბლოკის ჯილდო შეადგენდა 50 ბიტკოინს, მაგრამ ეს რაოდენობა მცირდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. რაც მეტი ბიტკოინი იქმნება, მით უფრო რთული ხდება მაინინგის პროცესი, რადგან იზრდება ამ საქმიანობაში ჩართული გამოთვლითი ძალის რაოდენობა.

მარეგულირებელი რისკი: ბიტკოინი კონკურენციას უწევს სახელმწიფო ვალუტას და შეიძლება გამოყენებულ იქნას შავი ბაზრის ტრანზაქციების, ფულის გათეთრების, არალეგალური საქმიანობისა და გადასახადებისგან თავის დაღწევისთვის. შედეგად, მთავრობამ შეიძლება სცადოს ბიტკოინების რეგულირება, შეზღუდვა ან აკრძალვა, რაც ზოგიერთ სახელმწიფოში უკვე მოხდა. სხვა ქვეყნები კი სხვადასხვა წესებს იგონებენ. მაგალითად, 2015 წელს ფინანსური სამსახურის ნიუ-იორკის შტატის განყოფილებამ დაასრულა წესების შემუშავება, რომლებიც ბიტკოინის შეძენა-გაყიდვით, ტრანსფერით ან შენახვით დაკავებული კომპანიებისგან მოითხოვენ მომხმარებელთა პიროვნების რეგისტრაციას, შესაბამისობის ოფიცერის ყოლასა და კაპიტალის რეზერვების მხარდაჭერას. სავალდებულო გახდება ყველა ტრანზაქციის, რომლის ღირებულება იქნება 10 000 ან მეტი აშშ დოლარი, რეგისტრაცია და შესაბამისი ორგანოსთვის შეტყობინება.

ბითქოინის ღირებულება ბაზარზე 22 სექტემბრის ინფორმაციით 3766.01 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა არსებული კრიპტო ვალუტის კურსი 


დატოვე კომენტარი