„მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა

image

13 სექტემბერს ევროკავშირის პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების და ლობირების“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც „მაკდონალდს საქართველო“ 2017 წლის შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსით დააჯილდოვეს. „მაკდონალდსი“ საქართველოში ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. კომპანიამ ქართულ ბაზარზე 90-იან წლებში დაიწყო ოპერირება და დასაქმების სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა: „მაკდონალდსი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სასურველ სამუშაო გრაფიკს და საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს — დღევანდელი მონაცემებით კომპანიაში 1000-მდე 20-22 წლის ახალგაზრდაა დასაქმებული; ღამის ცვლაში, ზედმეტ საათებზე და დღესასწაულებზე გაზრდილი სახელფასო მაჩვენებელი კი 20-50%-ია. „მაკდონალდსის“ მენეჯმენტის 70% დამწყები საფეხურიდან აღზრდილი კადრებითაა დაკომპლექტებული: კომპანია ახალგაზრდა თანამშრომლებს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსების და მუდმივი გადამზადების გზით რეალურ შანსს აძლევს, მმართველ პოზიციებზე დაწინაურდნენ; შედეგად, მაღალი რგოლის მენეჯერების უდიდესი წილი სწორედ საკუთარი მუშაობის ხარისხით, პრაქტიკით, უნარ-ჩვევებით და მუდმივი სწავლების დამსახურებით გაზრდილ კადრებზე მოდის. „მაკდონალდსი“ ახალგაზრდებს დასაქმების შანსს ყოველგვარი გამოცდილების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე აძლევს, მათ განვითარებას კი თავად უზრუნველყოფს: მენეჯერებს პერიოდულად რესტორნების მართვის საერთაშორისო მენეჯმენტის განხრით გადამზადების საშუალება ეძლევათ. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა, დღეს კი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში 12 ობიექტითაა წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სულ მალე „მაკდონალდსის“ რიგით მე-13 ობიექტი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნება.


მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი