ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებელს განსხავებულ და ორიგინალურ საკვებს და დესერტს სთავაზობენ

image

გაგაცნობთ რამდენიმე ქართულ სტარტაპს, რომლებიც კვების ინდუსტრიაში ოპერირებენ და მომხმარებელს განსხავებულ და ორიგინალურ საკვებს და დესერტს სთავაზობენ: ბონ რეპა „Food On the Go” – კონცეპტი ინოვაციურია საქართველოსთვის, თუმცა დიდი წარმატებით სარგებლობს ამერიკასა და ინგლისში, მომხმარებელს ვთავაზობთ ღია ტიპის ცივ და ცხელ მაცივრებს, სადაც უკვე გამზადებული პროდუქცია – სალათები, სენდვიჩები, ცხელი და ცივი სუპები, ნამცხვრები და ა.შ – წარმოდგენილია წასაღებად მოხერხებულ შეფუთვაში, რაც აძლევს მომხმარებელს საშუალებას თავად აირჩიოს სასურველი პროდუქტი, მარტივად მოახდინოს ანგარიშსწორება და შესაბამისად მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოიყენოს დრო. Cumbo Pops • ცუმბო პოპსი ცუმბო პოპსი – ეს არის პირველი ქართული, ხელით დამზადებული ხილის ნაყინი (პოპსი). ახალი, ჯანსაღი ხილის შერჩევა ხდება უშუალოდ ჩვენს მიერ ადგილობრივი აგრარული ბაზრებიდან, შემდეგ ვამუშავებთ და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე ვიღებთ ნატურალურ პოპსებს. ამჟამად შეგიძლიათ, გვიპოვოთ Tbilisi Flea Market-ზე და სხვადასხვა ფესტივალებზე. უახლოეს მომავალში გვსურს, გავხსნათ მაღაზია, როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც მუდმივად შეგვეძლება გამასპინძლება. ცუმბო პოპსი იქმნება ჩვენი ფერადი და გრილი დღეებისთვის. Ice ‘N Rolls Ice ‘N Rolls მომხმარებელს საშუალებას აძლევს მის თვალწინ, თავისი გემოვნებით შექმნას ნაყინის როლები. 40 სახეობის ტოპინგი, ალკოჰოლური თუ ისე – მათი შერწყმა ყოველთვის ახალ გემოს იძლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ შექმნილი ყველაზე ქართული ნაყინი; ხვანჭკარითა და ჩურჩხელით. Wurstmeister ქარივურსტი- გრილზე შემწვარი ბრათვურსტის, კარტოფილი ფრისა და ქარივურსტის თბილი სოუსის კომბინაცია – ნომერ პირველი საჭმელია გერმანიის ქუჩებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბერლინში და ახლა უკვე მზადაა, რომ თბილისიც მოხიბლოს თავისი 60-წლიანი ისტორიითა და საუცხოო გემოთი. პირველად საქართველოში მხოლოდ „ვურსტმაისტერი“ გთავაზობთ ქართული პრემიუმ-ხარისხის ხორცისა და გერმანული რეცეპტების გამოყენებით, ავთენტურად დამზადებულ ქარივურსტებს . sushi holic სუში ჰოლიკი მომხმარებელს სთავაზობს აზიური სამზარეულოს ასორტიმენტს, მიტანის სერვისით და რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად. ბია „ბია“ – რესტორანი (სალობიე), რომლის მენიუ დაფუძნებულია ორ ქართულ კერძზე- ლობიოსა და კუპატზე . წარმოდგენილი იქნება ლობიოს მრავალსახეობა და სხვა ქართული კერძები კუპატის ფორმატში. Achmatsuna „აჩმაცუნა“ საკვები პროდუქტის ბრენდია, რომლის მიზანსაც, ძველი ქართული კერძის – აჩმას – გათანამედროვება და მასობრივი ჩაკბეჩის პროდუქტად ქცევა წარმოადგენს. სტარტაპის მიზანია აჩმის გამოყვანა, იმ ტრადიციული ჩარჩოდან, რომ ის მაინცდამაინც სპეციალურ სუფრაზე, დანა-ჩანგლის გამოყენებით უნდა მიირთვა. O!Eclair არტ ეკლერები შეკვეთით – პირველად საქართველოში! უგემრიელესი “Patisserie”, დამზადებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და თანამედროვე ფრანგული რეცეპტების გამოყენებით. Greek Point • გრიქ პოინთი ბერძნული კუთხე თბილისში – სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს ბერძნულ და ხმელთაშუა ზღვის სხვა კერძებს სთავაზობს.   #სტარტაპერი #გვეამაყები


მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი