ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებლებს სათამაშოებს სთავაზობენ

image

წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართულ სტარტაპს, რომლებიც საკუთარი წარმოების სათამაშოებს სთავაზობენ მომხმარებლებს:   თამაშობანა „თამაშობანა“ არის ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც შეიქმნა 2015 წელს და სთავაზობს მომხმარებელს საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს ბავშვებისთვის და დიდებისთვის.   Maroniku ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს მოქსოვილ საბავშვო სათამაშოებს სთავაზობს. როგორც სტარტაპის ავტორი სალომე ქურდაძე ამბობს, მისი პირველი შემფასებლები და „დამკვეთებიც“ მისივე შვილები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ძალიან შეიყვარეს მის მიერ შექმნილი სათამაშოები და დღემდე აღფრთოვანებით ხვდებიან ყოველ ახალ ნამუშევარს.   Chertova ეს არის საოჯახო ხელნაკეთი თოჯინები, აქედან გამომდინარე გვარიც გახდა ბრენდის სახელი. თოჯინები შექმნილია – რბილი ფლისისგან და სინტიპონისგან, თითოეული არის გაკეთბული ხელით. თოჯინები არიან განკუთვნილი როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე დიდებისთვის და ინტერიერისთვის. მათი პროდუქცია ძირითადად საქველმოქმედო აქციაებზე შეგიძლიათ იხილოთ, აგრეთვე ონლაინ კატალოგით ყიდვაც შესაძლებელია.   Miau Toys ასაწყობი, ხელით მოხატულ ხის სათამაშო სახლები. პროდუქცია განკუთვნილია სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. სათამაშოები დამზადებულია და მოხატულია მაღალი ხარისხის, ბავშვებისათვის უსაფრთხო მასალებით, წყლის ბაზაზე წარმოებული საღებავებით და ლაქებით.   ეიკო • eiko ეიკო არის ხის ხელნაკეთი სათამაშოების სტარტაპი, რომლის მიზანიცაა ეკოლოგიურად სუფთა, შემეცნებითი სათამაშოების წარმოება. პროდუქციის ძირითადი ნაწილი მორგებულია შშმ პირებზე. #სტარტაპერი #გვეამაყები


მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი