ვის რამდენი შეხვდება ბიძინა ივანიშვილის ქონებიდან

image

ვის რამდენი შეხვდება იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ქვეყნის მულტი-მილიარდელი თავის ქონებას ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე გადაანაწილებს. 

მათ შორის მოხვდა ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი რომლის ქონება შეადგენს ოფიციალური მონაცემებით 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაანაწილებს ხალზე რომლის სოციალური სტატუსი ზღვარს ქვევითაა მაშინ თითოეულს $ 13756 ამერიკული დოლარი ერგება. 

„ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული „რობინ ჰუდის ინდექსის“ თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია.
ინდექსის შედგენისას „ბლუმბერგმა“ რადიკალურად განსხვავებული დემოკრაფიული და ეკონომიკური პირობების მქონე 42 ქვეყანა დაითვალა.  „ბლუმბერგის“ ეკონომისტები მონაცემების დათვლისას  „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსს“ და CIA World Factbook-ს დაეყრდნენ. 


რობინ ჰუდის ინდექსში“ პირველი ადგილი ერგო კვიპროსს - თუ კვიპროსის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯონ ფრედრიკსენი, რომლის ქონებაც 15 მილიარდი დოლარია, ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ქონებას გადაუნაწილებს, მაშინ ყოველი ღარიბი კვიპროსელი 45 987 დოლარს მიიღებს. მეორე ადგილზეა შვედეთი - თუ „იკეას“ დამფუძნებელი, მილიარდერი ინგვარ კამპრადი თავის 45-მილიარდიან ქონებას ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე გადაანაწილებს, თითოეულ მათგანს 33 149 დოლარი შეხვდება. მესამე პოზიცია კი ტაივანს ერგო, სადაც თუ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ცაი ენგ-მენგი 9-მილიარდიან ქონებას ღარიბებზე გადაანაწილებს, თითოეულს 26 957 დოლარი შეხვდება.  „რობინ ჰუდის ინდექსში“ ასევე მოხვდნენ უკრაინა და რუსეთი. ინდექსის თანახმად, თუ უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი, რომლის ქონებაც 12 მილიარდი დოლარი, თანხას ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე გადაანაწილებს, თითოეულ უკრაინელს 1 057 დოლარი შეხვდა. 

 

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, 16 მილიარდ დოლარს შეადგენს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ალიშერ უსმანოვის ქონება, რომლის ღარიბ მოსახლეობაზე განაწილების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 1 029 დოლარი შეხვდება.ათ
თთუსდფასდფდფ
ასდფ

დატოვე კომენტარი