ცნობილების მანქანები - დავით კენჭაძე

image

იმის გასარკვევად, თუ რომელი მანქანით გადაადგილდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი: ბიზნეს კონსულტანტი, სპიკერი, ტრენერი და ქოუჩი დავით კენჭაძე და რომელ მანქანას თვლის ყველაზე კომფორტულად თბილისის ქუჩებში სასიარულოდ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით .

პირველი მანქანა - პირველი მანქანა BMW .

მყავდა - 2 წლის განმავლობაში.

სულ მყავდა - 8 მანქანა გამოვცვალე.

ახლა მყავს - TOYOTA HIGHLANDER.

ბენზინი - დაახლოებით 16 ლიტრს წვამს

რომელმა მანქანამ ვერ გაამართლა მოლოდინი? - ეს იყო BMW X5. ძალიან ხშირად ფუჭდებოდა, მისი გაკეთება კი დროსა და ენერგიას მართმევდა რაც დაკავებული ადამიანისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია და ამიტომაც გადავწყვიტე მისი შეცვლა.

რატომ  TOYOTA HIGHLANDER ? - იმიტომ რომ, TOYOTA საქართველოს პირობებისათვის ყველაზე შესაფერისი მანქანაა. არის კომფორტული და გამძლე, შესაბამისად მის შეკეთებაზე დრო არ მეკარგება და როგორც გითხარით ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ოცნების მანქანა - არ მყავს, მაგრამ ვიცი რომელს შევიძენ გარკვეული პერიოდის შემდეგ.

გმადლობ დავით, წარმატებულ დღეს გისურვებთ - თქვენც ასევე .


დატოვე კომენტარი