ფინანსების მართვა - 4 ნიშანი იმისა, რომ ამ საკითხს აიგნორებთ

image

სულ უფრო ნაკლები ადამიანი აცნობიერებს, რომ კრედიტით ცხოვრება არ წარმოადგენს რაიმე რეალურს. დრო გადის, ჩვენ უფრო მეტი ვალი გვიგროვდება და ჩვეული ხდება ცხოვრება ხელფასიდან ხელფასამდე, თან ვერც კი ვხვდებით, რომ ცხოვრების ასეთი წესი დიდ რისკებს შეიცავს. განვითარებულმა ქვეყნებმა ბოლო დროს წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ იწვნიეს ამ დაუდევრობის გამო - მათ მიიღეს დანგრეული ოჯახები, მასიური გაბანკროტება, გაფუჭებული საკრედიტო ისტორიები. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფინანსების მართვაში შეცდომების გამოვლენა შესაძლებელია პრობლემების დაწყებამდე გაცილებით ადრე. საკმარისია საკუთარ ცხოვრებას გადავხედოთ. 

თქვენ ჯერ კიდევ არ ზოგავთ?
რამდენს ზოგავთ ხელფასიდან «რეზერვისთვის»? თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, საქართველოში ფულის დაგროვების ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ადამიანები ფაქტიურად ბოლომდე ხარჯავენ შემოსავალს, თან ძალიან სწრაფად, ზოგს მეორე ხელფასამდე ფული ფაქტიურად არ აქვს. როგორ ფიქრობთ, ეს ინფლაციის ბრალია? - აშშ-ში, მაგალითად ყოველი მეხუთე ადამიანი აკეთებს დანაზოგს და ეს მათი შემოსავლის დაახლოებით 5%-ია.   
ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ დანაზოგის გაკეთბა უნდა იყოს ჩვევად ქცეული. დაიწყეთ მცირედი თანხით - მაგრამ ეს რეგულარულად უნდა გააკეთოთ. მოტივაციისთვის შეგიძლიათ დაგროვილი თანხა რაიმე სასარგებლო შენაძენზე დახარჯოთ, მაგალითად რისი ყიდვაც დიდი ხანია გინდოდათ. რაც უფრო მეტ ფულს დააგროვებთ, მით უფრო სოლიდური შენაძენის გაკეთბას შეძლებთ. როცა დაგროვებას ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანთ, შეგიძლიათ საინვესტიციო ინსტრუმენტებსაც გადახედოთ. პირველი ნაბიჯი უკვე გაკეთებული გაქვთ. 

პენსიას წინა თაობების გადმოსახედიდან უყურებთ
თქვენი გასვლა დამსახურებულ შვებულებაში არ იქნება ისეთი, როგორიც თქვენს მშობლებს ჰქონდათ. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იცვლება სამყარო. ამიტომ, საპენსიო ასაკისთვის თანხის დაგროვებას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები დღითიდღე ცდილობენ საპენსიო საკითხი თავად მომავალი პენსიონერების მხრებზე გადაიტანონ, ასევე ძვირადღირებულია ჯანდაცვის სფეროს სერვისები, რომელბიც ასაკოვან ადამიანს აქტიურად სჭირდება. ამიტომ იფიქრეთ ამ საკითხზე და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილებები. 

ფინანსების მართვა იწყება პესიმიზმით
რატომღაც, სადაზღვეო პოლისის შეძენას ადამიანები თვლიან ფუჭად გადაყრილ ფულად - განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს ტენდენცია დაკრეტიდების დროს. ამის პარალელურად საკუთარ თავს ოპტიმისტებს ეძახიან. ძალიან არაგონივრულია, როცა იპოთეკას აფორმებ და არ ფიქრობ რას გააკეთებს თქვენი ოჯახი თუ თქვნ ავად გახდით ან სამსახურს დაკარგავთ, ან სულაც მოკვდებით... არ გსურთ ამაზე ფიქრი? მიუდექით საკითხს სხვა მხრიდან. იცოდეთ, სჯობს დაფაროთ იპოთეკა და ინანოთ რომ დაზღვევის თანხა ტყუილად გადაიხადეთ, ვიდრე დადგეს პრობლემა და შემდეგ გაგახსენდეთ, რომ დაზღვევა უნდა გაგეკეთებინათ. 

საფონდო ბაზარი, როგორც კაზინო
თქვენ გარკვეული თანხა დააგროვეთ და გადაწყვიტეთ, რომ დრო დადგა საფიანსო ბაზარზე შეხვიდეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ინვესტიცია კაზინოს რულეტკა არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ საფონდო ბირჟაზე იმის გამო შეხვედით, რომ შემოსავალი მიიღოთ და დანაზოგი გაზარდოთ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის შერჩევით, რომელიც საშუალებას მოგცემთ ინფლაციის დროს მიღებული ზარალი აინაზღაუროთ. 
ერთი სიტყვით, თუ თქვენ დანაზოგის გაკეთებას შეძლებთ, რაც მოგცემთ შემდეგ ამ ფინანსური სახსრების დაბანდების საშუალებას, და ასეთ დროს რაიმე გაურკვევლობა გექნებათ, პრობლემას არ წარმოადგენს ამ საკითხის მოგვარება, რადგან შეგიძლიათ დაიქირაოთ ფინანსური კონსულტატი. 


დატოვე კომენტარი