დამწყები ინვესტორისთვის - ფული, ფინანსები, კაპიტალი...

image

ინვესტირების დაწყებამდე აუცილებელია კარგად გაერკვეთ მთავარ ფინანსურ ინსტრუმენტში, რომლის საშუალებითაც უნდა მიიღოთ შემოსავალი - ანუ ფულში. აქ მნიშვნელოვანია არ შეგეშალოთ გაგებები, რათა ზუსტად იცოდეთ რასთან გაქვთ საქმე და გარკვევით დაინახოთ თქვენი ფინანსური მიზანი და შედეგი, რომლის მიღებასაც გეგმავთ.  
მეტი თანმიმდევრულობისთვის:
ფული
ფული – ეს უნივერსალური საქონელია, რომელიც ერთდროულად გამოხატავს ყველა დანარჩენი საქონლის და მომსახურების ღირებულებას, წარმოადგენს გადახდის და დანაზოგის გაკეთების ინსტრუმენტს. ფულს თავისთავად არ შეუძლია ბრუნვა ან შემოსავლის მოტანა. ის ასრულებს გარკვეულ ფუნქციებს, რომელთა შორის შეიძლება ძირითადი 4-ის გამოყოფა: ბრუნვის საშუალება, გადახდის საშუალება, დანაზოგის გაკეთების საშუალება, ფინანსები.  
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის ფულადი სახსრების ბრუნვის მაჩენებელი კონკრეტული ერთეულის ფარგლებში (მაგალითად სახელმწიფო, საწარმო ან ფიზიკური პირი). ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს პირადი ფინანსები, რომელიც ისევე როგორც სხვა, შეიძლება დაიყოს კატეგორიებად: 
ფულის შემოდინება და ფულის გადინება. შემოსავალ-გასავალის მიხედვით იგეგმება თითოეული ადამიანის ან ოჯახის ბიუჯეტი. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში, პერსონალური ბიუჯეტი იგება იგივე პრინციპით, როგორც სახელმწიფოს ან საწარმოს ბიუჯეტი. თუ შემოსავალი არ არის საკმარისი ხარჯების დასაფარად, ადამიანი იძულებულია დამატებით შემოსავალზე იზრუნოს. ხოლო თუ შემოსავალი აჭარბებს ხარჯებს, მაშინ მას საშუალება ეძლევა ზედმეტი თანხა თავისუფლად გამოიყენოს, მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.  
უკვე მივედით იმ მნიშვნელოვან გაგებამდე, რასაც კაპიტალი ჰქვია და რომელიც პირველ რიგში ყველა ინვესტორს უნდა აინტერესებდეს.
კაპიტალი
ეს არის ფული, რომელსაც მოაქვს შემოსავალი. ის ინვესტორის მუშაობის პროცესში მთავარი ინსტრუმენტია. ინვესტორი კაპიტალის ფორმირებას ახდენს პირადი სახსრებით და ანაწილებს მათ ერთ ან რამოდენიმე პროექტში, რაც შემოსავლის მოტანას გულისხმობს სამომავლოდ. საინვესტიციო კაპიტალის ფორმირება უნდა მოხდეს იმ მომენტში, როცა ფულის შემოდინება პირად ბიუჯეტში გადააჭარბებს ხარჯებს და განსაზღვრული იქნება გარკვეული ფულადი რეზერვი.  
საინვესტიციო კაპიტალის დაკარგვა არ უნდა აისახებოდეს ინვესტორის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ წესების დაცვის გარეშე ინვესტირება ძალიან სახიფათოა, რადგან ეს პროცესი მუდმივად რისკთან არის დაკავშირებული და შეცდომების შემთხვევაში დაბანდებული კაპიტალის დაკარგვის დიდი ალბათობაა.  
როგორც ხედავთ, ფული შეიძლება სხვადასხვაგვარად აღინიშნებოდეს და სრულიად განსხვავებულ ფუნქციას და როლს ასრულებდეს, გამომდინარე იქედან, თუ რა მიდგომა გვაქვს მასთან.
ინვესტორის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაინახოს და გაიგოს ეს სხვაობა იმისათვის, რომ გონივრულად მართოს პირადი ფინანსები და კაპიტალი.

დატოვე კომენტარი