აქტივები და პასივები - მათთვის ვისაც არ წაუკითხავს წიგნი "მდიდარი მამა, ღარიბი მამა"

image

იმისათვის, რომ საკუთარი ფული განკარგოთ, საჭიროა მათ ინვესტორის თვალით უყუროთ. ეს ნიშნავს, რომ დაინახოთ სხვაობა აქტივებსა და პასივებს შორის. ამ სხვაობის გაცნობიერების შემდეგ იწყება ყველაფერი. ამ საკითხს საუკეთესოდ ხსნის რობერტ კიიოსაკი: “აქტივები – ეს არის ის, რაც თქვენს ჯიბეში ფულს დებს. პასივები – ეს არის ის, რაც თქვენი ჯიბიდან ფულს იღებს”. ვინც რა უნდა თქვას აღნიშნული განსაზღვრების შეუსაბამობაზე კლასიკურ ბუღალტერიასთან (სადაც აქტივები არის ის, სადაც თქვენი ფულია ჩადებული, ხოლო პასივები - ვალდებულებები), ის იძლევა მარტივ განმარტებას იმაზე, თუ რა გაგაჩნიათ. ეს სიმარტივე ძვირი ღირს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინების დროს, როცა აქტივებს და პასივებს შეუძლიათ ადგილები გაცვალონ. მაშ ასე, ჩვენს საფულეში არსებული თანხა ეს არის პასივი, ხოლო მისი დეპოზიტზე დადების შემდეგ ხდება აქტივი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლია მოგიტანოთ პასიური შემოსავალი.
“მდიდრები იძენენ აქტივს. ღარიბებს მხოლოდ ხარჯები აქვთ. საშუალო კლასი იძენს პასივს, რომელსაც აქტივად თვლის”. რაც უფრო ნაკლები პასივია თქვენს ბალანსში და მეტი აქტივი, მით უკეთესი.  
ქონების სარგებლიანობა 
ამა თუ იმ ნივთის ფლობის სურვილის გამო, ჩვენ ხშირად ვართმევთ საკუთარ თავს დამატებით სარგებლის ქონის საშუალებას და გვავიწყდება, რომ ყველაფერს აქვს ორი ფასი: ყიდვის ფასი და ფლობის ფასი. “ღარიბს არ აქვს აქტივები. მთელი მისი ქონება – სრულად პასივებია, რაც შემოსავლის ნაცვლად მხოლოდ ხარჯია”. 
ფინანსური გეგმის მიზანი არის პასიურ შემოსავლებზე ცხოვრების სწავლა. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა აქტივები/პასივები გაქვთ და რამდენად დაბალანსებულია ეს ორგი გაგება. ბევრი ადამიანი ილტვის ფულისკენ, მაგრამ არ სურს ისწავლოს ფულთან ურთიერთობა. მათ არ ესმით, რომ სიმდიდრე მოაქვს არა ფულს, არამედ პროცესს. სწორედ ამიტომ ხშირად გვესმის ლატარეაში დიდი რაოდენობით თანხის მოგების ან მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ადამიანების ფინანსური კრახის შესახებ. მიზეზი ისაა, რომ მათ არ გაუვლიათ პროცესი. ზოგს საერთოდ არ გამოსდის გამდიდრება, რადგან ისინი სწავლის პროცესს არჩევენ სტაბილურ ხელფასს, არადა შეეძლოთ ამის დახმარებით ჰქონოდათ ფინანსური ინტექლექტიც და ფულიც.   

დატოვე კომენტარი