რა უნდა გაითვალისწინოთ ავტომანქანის კრედიტით შეძენისას

image

მანამ, სანამ ავტომობილის საყიდლად კრედიტს აიღებთ, გაითვალისწინეთ რამოდენიმე ნიუანსი ხელშეკრულების გაფორმებისას. რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ მანქანა, გახსოვდეთ, ემოციურ ფონზე ხელშეკრულების გაფორმება არაგონივრულია - ამ დროს დანაკარგის რისკი დიდია. თავიდან სჯობს შეადგინოთ დეტალური ანგარიში სხვადასხვა ბანკის მიერ შმოთავაზებული წინადადებებისგან.  
გათვლების გაკეთებისას არ დაგავიწყდეთ, რომ ხარჯების პარალელურად ავტომანქანისთვის კიდევ ბევრ რამეზე დაგეხარჯებათ ფული. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტომანქანის სერვისისთვის თვეში საჭიროა საშუალოდ 100$. ამ თანხაში შედის არამარტო ბენზინის საფასური, არამედ რეცხვის, წვრილმანი დეტალების გამოცვლის, საპატრულო ჯარიმების და ტექმომსახურების საფასურიც. თუ თქვენ მაინც მიიღეთ ავტომანქანის სალონში კრედიტით ყიდვის გადაწყვეტილება, მაშინ ყოველთვიურ გადასახადს შეგიძლიათ თამამად დაამატოთ 100-200$. 
ავტომობილის შეძენისას კარგად დაათვალიერეთ მისი სალონი. ბევრი მანქანა საჭიროებს დამატებით დეტალებს, მაგალითად სიგნალიზაციას, აუდიოსისტემას და სხვა. ბევრი ავტოსალონი ამ მომსახურებას თავად შემოგთავაზებთ და საფასურს ავტომობილის ღირებულებაში შეიტანს. ამიტომ ავტოსალონების შერჩევისას გაითვალისწინეთ ეს მომენტი და არჩევანი ისეთზე გააკეთეთ, რომელსაც თავისი ტექმომსახურების ცენტრი აქვს. 
არ გამოგრჩეთ ავტომანქანის დაზღვევის საკითხი. ხელშეკრულება ისე შეადგინეთ, რომ ავტო-საგზაო შემთხვევისას სარგებელი ნახოთ თქვენ და არა ბანკმა. ანუ საგზაო შემთხვევისას ფული თქვენ რომ მიიღოთ. 
და რაც მთავარია, ავტომობილის საყიდლად კრედიტის აღებისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ რაიმე ფიქტიური დოკუმენტი. ბანკში უპრობლემოდ გადაამოწმებენ ნებისმიერ დოკუმენტს და ტყუილის შემთხვევაში უარის მიღებასთან ერთად, თქვენი უარყოფით ისტორიის შესახებ ყველა ბანკი გაიგებს. 

დატოვე კომენტარი