როგორი შეიძლება იყოს ვალის ინსტრუმენტები

image

კერძო პირები, ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფოც კი, მიზნების მისაღწევად იყენებენ ვალის ინსტრუმენტებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა - შესყიდვების დაფინანსება, კაპიტალის მოზიდვა, საინვესტიციო შემოსავლის მიღება. ვალის ინსტრუმენტები - ეს არის ემიტეტსა (კრედიტორი) და ვალის მიმღებს შორის ურთიერთობა. მიღებული თანხის სანაცვლოდ მსესხებელისგან კრედიტორი იღებს სარეგებელს დანამატი საპროცენტო თანხის სახით, რაც წარმოადგენს მის შემოსავალს.
კრედიტი, როგორც ასეთი
ყველაზე გავრცელებული ვალის ინსტრუმენტი არის კრედიტი. ადამიანების უმეტესობა დაფინანსების ამ ტიპს იყენებს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, გარკვეული საჭრიოების დადგომის დროს. არიან ისეთებიც, რომლებიც კრედიტის გარეშე ცხოვრებას არც კი განიხილავენ, თან ბანკები დღეს უკვე მზად არიან ნებისმიერი მიზნობრიობის სესხი გააფორმონ. ასევე კრედიტების მიღება შესაძლებელია არამარტო ბანკებისგან, არამედ ალტერნატიული ფინანსური ორგანიზაციებისგანაც. 
ბანკებში შესაძლებელია კრედიტის აღება დაწყებული საოჯახო ტექნიკის შეძენიდან, დამთავრებული ბინისა და სწავლის საფასურის დაფარვისთვის. ალტერნატიული ორგანიზაციები, მაგალითად ლომბარდები კრედიტს გასცემენ უპურობოდ რაიმეს დალომბარდების საფუძველზე, ეს შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი ქონება. მიკრო საფინანსო ორგანიზაციები სპეციალიზირებულია ძალიან მაღალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტებზე და ა.შ. 
ობლიგაციები, როგორც ვალის ინსტრუმენტი
არანაკლებ გავრცელებულ ვალის ინსტრუმენტს წარმოადგენს ობლიგაციები, რომელბიც ახდენენ ორგანიზაციების ან სახელმწიფოს ემიტირებას. ინვესტორები უხდიან ემიტენტებს ამ ობლიგაციების საბაზრო ღირებულებას კრედიტების გარანტირებულად დაფარვის და რეგულარული კუპონური გადახდის დაპირების მიზნით.
ბიზნესთან მიმართებაში ასეთ გარიგების საფუძველი არის ემიტენტი-საწარმოს აქტივებში დარწმუნება. კომპანიები ასეთ ობლიგაციებს უშვებენ კაპიტალის მოსაზიდად. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ხელმძღვანელობის იმედები არ გამართლდება და კომპანია გაბანკროტდება, ობლიგაციების მფლობელები უფლებამოსილნი არიან დაიბრუნონ თავიანთი ჩადებული თანხები, რაც მოხდება კომპანიის აქტივების ან თავად კომპანიის გაყიდვის ხარჯზე. 
სავალო ვალდებულებები
ერთგვარად სპეციფიური ობლიგაციების ტიპი, რომელიც გამოიყოფა ცალკე კატეგორიად. პირველ რიგში, კლასიკური ობლიგაციებისგან განსხვავებით, სავალო ვალდებულებები არ ითვალისწინებს დაფარვის ხანგრძლივ ვადას. ისინი განკუთვნილია კაპიტალის მოკლევადიანი მოზიდვისთვის, რომელიც წავა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად. კომპანიაში ჩადებულ სახსრებს ობლიგაციების მფლობელები მიიღებენ იმ მოგებიდან, რომელსაც ეს პროექებტი მოიტანს. 
დაკრედიტების ეს ტიპი ეფუძნება მხოლოდ მოლაპარაკებას და ემიტენტის სანდოობას, ხოლო მისი აქტივები არ ითვლება გირაოდ. სავალო ვალდებულებები ითვლება მოთხოვნად პროდუქტად, რამენადაც ინვესტორებს გაცილებით მაღალ შემოსავალს პირდება, თუმცა მაღალ რისკსაც შეიცავს. კლასიკური ობლიგაციებისგან განსხვავებით სავალო ვალდებულებები გულისხმობს შემოსავლის ფიქსირებულ პროცენტებს. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ბევრი ცენტრალური ბანკი აწესებს უარყოფით საპროცენტო განაკვეთს, სავალო ვალდებულებების მიმართ დიდი ინტერესი გასაგები უნდა იყოს.   

დატოვე კომენტარი