რატომ არის საჭირო დაზღვევა?

image

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე დიდი ხანია შეისწავლეს საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის უპირატესობები. საქართველოში დაზღვევის პოულარიზაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ისევ გაჩნდა მესაკუთრეების კლასი.
დღეისასთვის სახელმწოფო დონეზე მხოლოდ ერთი ტიპის დაზღვევა მოქმედებს, ეს არის საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ფარავს სამედიცინო მომსახურების გარკვეულ ნაწილს.
რასაკვირველია ეს ვერ იქნება სრუფასოვანი დაზღვევა, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას ან სიცოცხლის და ქონების დაზღვევას სჭრიდება. შესაბამისად, ადამიანს სჭირდება დამატებით, სფეროში მომუშავე კერძო კომპანიებისგან შეთავაზებლი წინადადებების შეძენა - იქნება ეს ჯანმრთელობის, სიცოცხლის თუ ქონების დაზღვევა. დღეისათვის ჩვენს ბაზარზე აღნიშნული მომსახურების მიღების პრობლემა ნამდვილად არ დგას, დგას მხოლოდ მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობის პრობლემა, რადგან ყველა მოქალაქე ვერ ახერხებს საკუთარი ფინანსური შემოსავლიდან გამოყოს თანხა თავისი და ოჯახის წევრების დაზღვევისთვის. 
გარდა ზემოთჩამოთვლილი დაზღვევის ფორმებისა არსებობს სამოგზაურო დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა და ა.შ. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ სადაზღვევო კომპანიების ვებ-გვერდებზე. 
რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჯანმრთელობის დაზღვევა - ყველაზე არაპოპულარული დაზღვევის ფორმაა საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნეთ ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალურად სარგებლობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, საყოველთაო დაზღვევა კი მხოლოდ 2013 წლიდან ამოქმედდა და ის არ მოიცავს ფართო სამედიცინო მომსახურებებს. 
შემეგი პრობლემა — ქონების დაზღვევა. ჩვენი ცხოვრება სავსეა უსიამოვნო სიურპრიზებით: ხდება ხანძარი, სტიქიური მოვლენები, ძარცვა და ა.შ. ყველა აღნიშნული პრეცედენტისგან სწორედ სადაზღვევო პოლისი გვიცავს - მისი არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კომპენსაცია სადაზრვევო შემხთხვევის დადგომისას.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ არსებობს დაზღვევის ბევრი სხვა ფორმა, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხავ რისკებისგან დაცვას. სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას, თქვენ მშვიდად იქნებით, რადგან ზარალის შემთხვევაში მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას. სწორედ ამაში მდგომარეობს დაზღვევის მთავარი უპირატესობა და საერგებელი. 

დატოვე კომენტარი