რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის?

image

ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია სიმდიდრეზე, რისი წყალობითაც მისი ცხოვრება გაცილებით ნათელი და ბედნიერი იქნებოდა. რა თქმა უნდა ფული ნამდვილად ზემოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე და შეუძლია მთლიანად შეცვალოს ის. ბედნიერება მათ ნამდვილად არ მოაქვთ, რადგან დიდძალი ფულით შეგიძლიათ თავი იგრძნოთ უფრო ძლიერად და დარწმუნებულად, ოღონდ არანაირად ბედნიერად. 
სუროგატულ ბედნიერებად თვლიან ფსიქოლოგები იმ სურვილს, როცა ადამიანი ცდილობს სტატუსური ნივთები შეიძინოს დადებითი ემოციებისთვის. ასეთმა უსარგებლო შენაძენებმა შეიძლება გარკვეული დროის მანძილზე გაგვაბედნიეროს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. რეალურად ფული ხშირად დიდი პრობლემების მიზეზიც კი ხდება. 
სტრესი
ფული – ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ანგარიშზე საერთოდ არ გაქვთ თანხა თუ ბევრი ნულებით დაბოლოებულია ის, თქვენ მაინც მოუხერხებლად და დაძაბულად იქნებით. მდიდარ ადამიანებს ეშინიათ გაღარიბების, ღარიბებს ღამეები არ სძინავთ გამდიდრებაზე ფიქრის გამო. თქვენ ცდილობთ გაუმკლავდეთ ვალებს, მეტი იმუშაოთ, დრო და ენერგია დახარჯოთ ფულის საშოვნელად, ამას ფაქტიურად ავტომატურ რეჟიმში აკეთებთ ისე, რომ გაცნობიერებასაც კი ვეღარ ახერხებთ და ეს გრძელდება დაუსრულებლად. 
ამასთან, ქრონიკული სტრესი – ეს არამარტო მუდმივი შფოთვისა და მოუსვნერობის განცდაა, მას შეუძლია ორგანიზმის გაცილებით უფრო სერიოზული აშლილობა გამოიწვიოს. გეთანხმებით, რომ თანამედროვე სამყაროში უფულოდ ცხოვრება რთულია, მაგრამ არც მათი უმაღლეს პრიორიტეტად გახდა არ ღირს... 
წარუმატებელი ურთიერთობები
ფულს თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილთან, რასაც მეგობრობა და სიყვარული ჰქვია - როგორც ჩანს უშუალო კავშირი აქვს. უფრო მეტიც, როგორც კვლევები აჩვენებს, სწორედ ფული ხდება წარუმატებელი, შეუმდგარი ურთიერთობის მიზეზი ადამიანებს შორის. სწორედ ფინანსური საკითხები ხდება უმთავრესი მიზეზი მრავალწლიანი მეგობრობის ან ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის მიზეზი. 
რამდენი ფულია საჭირო იმისათვის, რომ მივეჩვიოთ მის ქონას?
ფულზე დამოკიდებულებას ფსიქოლოგები ხშირად ადარებენ ალკოჰოლიზმს და ნარკოდამოკიდებულებას. ყოველ დილით ადამიანი იღვიძებს ფიქრით, რომ პრემიას მიიღებს, მე-13 ხელფასს და ა.შ. საყიდლებზე დადიხართ მაშინ, როცა თავს უბედურად გრძნობთ? მაგრამ ნაყიდი ნივთები ხომ ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენ გაქვს? თუ ეს პროდუქტებია, თქვენ მათ ისევე ავტომატურად შეჭამთ, როგორც ყიდულობთ, ამასთან ავნებთ ორგანიზმს და მოიმატებთ წონაში - თქვენ ისინი არ გიყიდიათ იმიტომ, რომ გშიოდათ, თქვენ იყიდეთ იმიტომ, რომ განიცდიდით ფულის ხარჯვის სურვილს. 
თუ საქმე ეხება ნივთებს, ცოტა ხანს კარადაში ან თაროზე გექნებათ, შემდეგ კი მოდიდან გადავლენ და აქტუალობას დაკარგავენ, რის გამოც დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან სანაგვეზე. ფულთან და მისგან მონიჭებულ ძალაუფლებასთან მიჩვევა  - ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა. მითუმეტეს, რომ ის არ არის დაკავშირებული ხელმისაწვდომი საშუალებების რაოდენობასთან, რადგან ერთნაირი სიამოვნება შეიძლება მიიღოთ ძვირფასი ფეხსაცმელის და ფინჯანი ყავის ყიდვის დროს.  
მოკლედ, ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა არ ნიშნავს, რომ ფულზე საერთოდ არ უნდა იფიქროთ და პირადი ფინანსური საკითხები ნებაზემიუშვათ. პირიქით, ფინანსების მართვა - ეს არის იმის საწინდარი, რომ თქვენ აკონტროლებთ სიტუაციას და იცით რამდენი ფული გჭირდებათ იმისათვის, რომ ეს საკითხი სანერვიულო არ იყოს. 

დატოვე კომენტარი