დასვენება საზღვარგარეთ - რა არ უნდა დაგვავიწყდეს

image

უამრავი ადამიანი დადის საზღვარგარეთ ყოველწლიურად. ზაფხულის დადგომასთან ერთად ასეთი მოგზაურობები უფრო ხშირი ხდება. ხშირია შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ დასვენება სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებებით სავსეა, რაც ფულს უკავშირდება. როგორ დავიცვათ თავი ამ უსიამოვნებებისგან და ვუზრუნველყოთ სასიამოვნო ემოციები? საკმარისია კარგად მოვემზადოთ. 
რამ შეიძლება გააფუჭოს საზღვარგარეთ დასვენება?
თუ სტატისტიკას და მოგზაურთა გამოხმაურებებს ვენდობით, მათი მესამედი ეჯახება სხვადასხვა სახის უსიამოვნებებს მაგალითად ფულის გადახურდავების დროს. ფაქტია ისიც, რომ მხოლოდ ყოველი მეხუთე ადამიანი აკეთებს დასკვნებს ერთი და იგივე ქვეყანაში ჩასვლისას დაშვებულ შეცდომებზე და გამგზავრებამდე იჭერს თადარიგს ადგილობრივი ვალუტის გადახურდავებასთან დაკავშირებით. 
მათი 20%, ვინც დასვენებას საზღვარგარეთ არჩევს, ერთხელ მაინც გახვეულა იმ უსიამოვნებაში, რაც დაკავშირებულია საბანკო ბარათების მოპარვასთან, მაქინაციებთან და ა.შ. დაახლოებით 13% ნაღდი ფულის მოპარვის მსხვერპლია, ბევრი კი თავსაც არ იწუხებს რა ხარჯებთან ექნებათ საქმე, როცა უცხო ქვეყნის ბანკომატს მიადგებიან საკუთარი ბარათით თანხის გასანაღდებლად. ასეთი უყურადღებობისა და დაუფიქრებლობის პირობებში რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უცხოეთიდან ტურისტების უმრავლესობა უკმაყოფილო ბრუნდება? 
დაგეგმვა - კარგი დასვენების საწინდარი
ჩემოდნის ჩალაგებისას, სასტუმროს და ბილეთების დაჯავშნისას დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო დაუთმეთ იმ ფინანსურ ხარჯებს, რომლებიც წინ გელით. როცა ქვეყანას აირჩევთ, ნუ დაგზარდებათ გაარკვიოთ რა ვალუტაა მოძრაობაში, რომელი გადახდის ფორმები იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი, როგორია გაცვლითი კურსი და საერთოდ თუ არის ვალუტის გაცვლა შესაძლებელი. 
«პლასტიკური» გადაწყვეტა
რა თქმა უნდა ყველაზე მარტივი იქნება საბანკო ბარათის წაღება და ნაკლები ნერვიულობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მოგზაურობისთვის სჯობს საერთოდ ცალკე ბარათი გახსნათ, ამასთან საჭიროა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომელ  გადახდის სისტემაზე შეძლებთ მის გამოყენებას. Visa და MasterCard – ეს უბრალოდ ლოგოტიპები არ არის ბარათებზე, ეს ნიშნავს განსხვავებულ სავალუტო კურსს და განსხვავებულ ხარჯებს თითოეული ამ ბარათის გამოყენებისას. 
ცალკე ყურადრება უნდა დაუთმოთ ბარათის ვალუტას – არ ღირს მისი გახსნა ლარში, მაგალითად თუ ხარჯვა გექნებათ ევროში ან შვეიცარიულ ფრანკში. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თუ ხშირად მოგზაურობთ უმჯობესია გახსნათ მულტისავალუტო ბარათი, რაც საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენოთ სხვადასხვა ვალუტაში და ამ გზით კარგად დაზოგოთ. 
ყურადღება მიაქციეთ ბარათის ტიპს და სტატუსს. რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სადებეტო ბარათით გადახდა - მაგალითად სასტუმროს დაჯავშნისას ან მანქანის დაქირავებისას. ასევე ვერ გამოიყენებთ გადახდისთვის მომენტალური გადახდის სტატუსის მქონე პლასტიკურ ბარათებს. დაიმახსოვრეთ - ბარათის სტატუსი არ უნდა იყოს «კლასიკზე» ნაკლები.
ნაღდი ფულის საკითხი
ნაღდი ფულის გარეშე წასვლა შეგიძლიათ მხოლოდ შვედეთში, სადაც ყველა სახის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით. დანარჩენ შემთხვევაში კუპიურების გარეშე ვერაფერს გახდებით - თუნდაც იგივე გერმანიაში, სავაჭრო წერტილების უმრავლესობაში ნაღდი ფული უფრო სასურველია, ვიდრე ბარათი. ეს არ ნიშნავს, რომ საბანკო ბარათი გამოუსადეგარია, უბრალოდ პრიორიტების განსაზღვრისთვის გიზიარებთ ინფორმაციას. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ნაღდი ფული დაგჭირდებათ ბულგარეთში და საბერძნეთში. 
და ბოლოს, დასვენება რომ სრუფასოვანი იყოს ბოლომდე გაარკვიეთ საკურორტო ზონებში ან იმ ქალაქებში, სადაც მიემგზავრებით რა პირობებია ქურდობასთან და მაქინაციებთან დაკავშირებით. 

დატოვე კომენტარი