8 რჩევა მათ, ვინც არ იცის რამდენი ფული უნდა მოთხოვოს ინვესტორს

image

ზედმეტი მორიდებულობა სტარტაპის და ინვესტიციების მოზიდვის მცდელობის დროს ნამდვილად არ გამოგადგებათ.  
იმისათვის, რომ შეძლოთ ინვესტორებს გააგებინოთ რატომ გჭირდებათ ბიზნესის დაწყების ან განვითარებისთვის სწორედ ის თანხა, რომელსაც მათგან ითხოვთ, საჭიროა იხელმძღვანელოთ შემდეგი კრიტერიუმებით: 
შეთავაზებული კომპანიის ღირებულება
თუ თქვენი კომპანია იმყოფება განვითარების ადრეულ ეტაპზე და მისი ღირებულება 1 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებია, სისულელეა 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის მოთხოვნა. ამ ფულის სანაცვლოდ ინვესტორი ხუთ თქვენნაირ კომპანიას შეიძენს. თუმცა გულს ნუ გაიტეხთ, ასეთ ვარიანტში თქვენ ნამდვილად გაქვთ $200–300 ათასი დოლარის მოთხოვნის საშუალება კომპანიის 20–30%-იანი წილის სანაცვლოდ.
ინვესტორის ტიპი
„ბიზნეს-ანგელოზები“ სავარაუდოდ არ დაიწყებენ საკითხის განხილვას, როცა საქმე ეხება $1 მლნს. საინვესტიციო ფონდები კი პირიქით, ნაკლებად დაინტერესდებიან ისეთი კომპანიით, რომელშიც  $2 მლნ-ზე ნაკლები თანხაა ჩასადები. 
კომპანიის განვითარების სტადია
თუ თქვენი პროექტი იმყოფება იდეის სტადიაზე და კომპანიის შეფასების პროცესი გაქვთ, შეეცადეთ ინვესტორად მოიწვიოთ მდიდარი ნათესავი (თუ გყავთ ასეთი საერთოდ...). ინვესტორები რა თქმა უნდა ინტერესდებიან ადრეულ სტადიაზე არსებული პროექტებით, ხოლო საინვესტიციო ფონდებს სურთ პროდუქტის, კლიენტების და პროგნოზირებადი შემოსავლის მიღება. 
მოთხოვნებს პლუს ფინანსური «ბალიში»
გათვალეთ თქვენი ფინანსური მოდელი დაგეგმილი მოცულობებით, ხარჯებით და შემოსავლით. დააკვირდით რომელ ნაწილში არის ფულადი ნაკადი მინიმალური და დაამატეთ მას ბუფერი სრული თანხის 25%-ის ოდენობით.  მაგალითად, თუ თქვენი მაქსიმალური ხარჯი არის — $400 000, დაამატეთ ფუბერი და მოითხოვეთ $500 000. რა თქმა უნდა მოთხოვნილი თანხის რაოდენობა დაკავშირებული უნდა იყოს ფინანსურ ანგარიშებთან, რომ ეს ყველაფერი დამაჯერებლად ჩანდეს. 
ინვესტირების პირობები
ყველაზე ხშირად საინვესტიციო შეთანხმება გულისხმობს თანხის ჩადებას კომპანიის საწესდებო კაპიტალში. თუმცა არსებობს პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ფაქტიურად ჩადებული თანხის მოცულობაზე. მაგალითად, წილების გადანაწილების საკითხი, პრივილეგირებული აქციების გამოშვება, გარანტიები და შუალედური ფინანსირების საკითხები და ა.შ. რაც უფრო მკაცრი და შეზღუდულია ეს პირობები,  მით ნაკლები იქნება მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა. 
სახსრების სრული ან ნაწილობრივი გადათვლა
ხშირია შემთხვევები, როცა დაფინანსება კონკრეტული საინვესტიციო შეთანხმებისას შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად ან ცალკეული ტრანშებით, რომლებიც დაკავშირებულია განსაზღვრულ გეგმიურ მიღწევებთან. ასე ინვესტორები ამცირებენ რისკებს და ფულის დაკარგვის ალბათობას.  
სახსრების გამოყენება
ინვესტორებს სურთ ნახონ «სახსრების გამოყენების» სია და ამას იყენებენ მთავარი მიზნის მისაღწევად. ამ სიაში კომპანიის წარმომადგენლების ხელფასებიც კი მინიმალური ოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი და არ უნდა აჩვენოთ, რომ მათი ფულით ძვირფასი ოფისის და სამსახურებრივი მომსახურებისთვის განკუთვნილი ბიზნეს-კლასის ავტომობილების ყიდვას აპირებთ. 
ინვესტიციის დაბრუნების გეგმა
ბევრი მეწარმე სამწუხაროდ ივიწყებს ამ პუნქტს. კომპანიის საფასურის დაგეგმვა საწყის ეტაპზე, მომავალ ინვესტროს დაანახებს თუ რა სახის შემოსავალი შეიძება მიიღოს თავისი კუთვნილი 20%-ით. როგორც წესი მოსალოდნელია მეათედის დაბრუნება, რადგან ე.წ. სტარტაპებიდან რალურად ფუნქციონირებადი რჩება 10 თუ ახერხებს გადარჩენას.  
რა თქმა უნდა კომპანიის განვითარებისთვის აუცილებელი თანხის განსაზღვრა მთლად ტრივიალური ამოცანა არ არის, მაგრამ სწორედ სტარტაპის მიერ მოთხოვნილი თანხა ხდება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ინვესტორის გადაწყვეტილებაზე. ამიტომ, დაფინანსებაზე საუბრისას საჭიროა იყოთ მზად, გქონდეთ დასაბუთებული თანხა და ახსნა იმისა, თუ რატომ არის საჭირო სწორედ ეს თანხა - ასეთი მზაობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოლაპარაკებების დროს ზეწოლა და საბოლოოდ არ დაკარგოთ ინვესტორების ნდობა. 

დატოვე კომენტარი